„მდგრადი განვითარების მიზნები განათლებაში“ - საინფორმაციო შეხვედრა CIU-ში
5 ოქტომბერს, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში ადმინისტრაციული თანამშრომლებისთვის გაიმართა შეხვედრა თემაზე: „მდგრადი განვითარების მიზნები განათლებაში“. ღონისძიება უნივერსიტეტის უწყვეტი განათლებისა და კარიერული განვითარების სამსახურისა და პერსონალის მართვის სამსახურის ერთობლივი ორგანიზებით ჩატარდა.
საინფორმაციო და შემეცნებით შეხვედრას უძღვებოდა მდგრადობის მეცნიერების აკადემიის დამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორი, სამართლის დოქტორი ირაკლი გივიაშვილი. მომხსენებელს დიპლომატიურ სამსახურში 24-წლიანი მოღვაწეობის გამოცდილება აქვს - სხვადასხვა წლებში იგი გახლდათ საქართველოს ელჩი ევროპის საბჭოში, ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის თავმჯდომარე და საგანგებო დავალებათა ელჩი.
ლექციაზე ირაკლი გივიაშვილმა დეტალურად მიმოიხილა განათლება მდგრადი განვითარებისათვის (ESD) კონცეფცია, მისი ისტორიული განვითარება და გლობალური მნიშვნელობა. შეხვედრაზე ხაზი გაესვა გაერო-ს, UNECE-ს, UNESCO-სა და ევროკავშირის საბჭოს მიერ წლების განმავლობაში მიღებულ საკვანძო დოკუმენტებსა და რეზოლუციებს.
სპიკერმა ყურადღება გაამახვილა იმაზე, რომ დღესდღეობით ახალგაზრდებსა და სტუდენტებში სულ უფრო იზრდება მოთხოვნა მდგრადობასთან დაკავშირებული ცოდნის მიღებაზე, რაც საგანმანათლებლო პროგრამების შესაბამის რეორიენტაციას მოითხოვს. მიუხედავად იმისა, რომ ESD აღიარებულია მდგრადი განვითარების მიზნების (SDGs) მიღწევის გადამწყვეტ საშუალებად, მისი პოტენციალი გლობალურად ჯერ კიდევ არ გამოიყენება სრულად. შესაბამისად, შეხვედრაზე აღინიშნა, რომ მომავალ წლებში აუცილებელია ქმედითი ნაბიჯების გადადგმა, რათა განათლებამ საკუთარი მთავარი როლი შეასრულოს უკეთესი და მდგრადი მომავლის მშენებლობაში.
სხვა სიახლეები
ოქტომბერი 06, 2026
08:00 AM
რაულ ფევაძის საჯარო დაცვა
2026 წლის 16 ოქტომბერს, 15:00 საათზე, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის ნიკო ნიკლაძის სახელობის 305-ე აუდიტორიაში, შედგება პოლიტიკის მეცნიერების სადოქტორო-საგანმანათლებლო პროგრამის
ოქტომბერი 02, 2026
09:00 AM
სალომე ლიპარტელიანის დისერტაციის საჯარო დაცვა
2026 წლის 12 ოქტომბერს, 15:00 საათზე, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის ნიკო ნიკოლაძის სახელობის საკონფერენციო დარბაზში (305 აუდიტორია) შედგება, ბიზნესის ადმინისტრირების სადოქტორო საგანმანათლებლო პროგრამის დოქტორანტ სალომე ლიპარტელიანის დისერტაციის საჯარო დაცვა, თემაზე: „რეგულირების გავლენა საქართველოს სადაზღვევო სექტორის ფინანსური ზრდის პერსპექტივაზე“.
ოქტომბერი 02, 2026
08:00 AM
კონკურსის შედეგები
ეკატერინე ყიფიანი - ასოცირებული პროფესორის აკადემიური თანამდებობა; მარია ვისოლოვსკა - ასისტენტ პროფესორის აკადემიური თანამდებობა.





