• dateაპრილი 17, 2026
    time02:00 PM

    საჯარო ლექცია ბიოფიზიკასა და მის უახლეს კვლევით ტენდენციებზე

    image for slide
    image for slide
    image for slide
    image for slide
    image for slide

    17 აპრილს, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტის ორგანიზებით, სტუდენტებისა და აკადემიური წრეებისთვის გაიმართა საჯარო ლექცია, რომელიც მიეძღვნა თანამედროვე მეცნიერების ერთ-ერთ ყველაზე რთულ და სწრაფად პროგრესირებად მიმართულებას - ბიოფიზიკასა და მის უახლეს კვლევით ტენდენციებს.

    ღონისძიების მომხსენებელი მედიცინის დოქტორი, მანანა კუცია გახლდათ. ლექციის ფარგლებში სპიკერმა ყურადღება გაამახვილა ბიოფიზიკის გადამწყვეტ როლზე თანამედროვე მედიცინაში. მან დეტალურად განიხილა, თუ როგორ ეხმარება ფიზიკის, ბიოლოგიისა და ტექნოლოგიების სინთეზი მეცნიერებს მოლეკულური პროცესების უკეთ გააზრებაში. საუბარი შეეხო ინოვაციურ მეთოდებსაც, რომლებიც საფუძვლად ედება ახალი თერაპიული მიდგომების შემუშავებასა და დიაგნოსტიკური ტექნოლოგიების გაუმჯობესებას.

    შეხვედრა ინტერაქტიული ხასიათის იყო. სტუდენტებს შესაძლებლობა ჰქონდათ, ჩართულიყვნენ დისკუსიაში, დაესვათ კითხვები მათთვის აქტუალურ საკითხებზე და მიეღოთ ამომწურავი პასუხები უშუალოდ პრაქტიკოსი მკვლევრისგან.

    სხვა სიახლეები