საჯარო ლექცია - დამოუკიდებელი საქართველო და მისი მომავალი

24 მარტს კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის სტუდენტებს სამართლის ფაკულტეტის დეკანის მოადგილე, საქართველოს ყოფილი გენერალური პროკურორი, იურისტი - ვაჟა აბაკელია შეხვდა.
შეხვედრის თემა „დამოუკიდებელი საქართველო და მისი მომავალი“ იყო.
მომხსენებელმა დამოუკიდებელი საქართველოს 25 წლიან პერიოდზე გაამახვილა ყურადღება.
სამართალი, სოციალურ-ეკონომიკური ვითარება, გენდერული საკითხები, განათლება, კულტურა - ეს ის საკითხებია, რაზეც ვაჟა აბაკელიამ საქართველოს საშინაო პოლიტიკის მიმოხილვის დროს ისაუბრა.
აბაკელიამ ყურადღება გაამახვილა საქართველო-რუსეთის ურთიერთობასა და მეზობელ ქვეყნებთან თანამშრომლობის საკითხზე.
შეხვედრის მეორე ნაწილი კითხვა-პასუხის რეჟიმით წარიმართა.
სხვა სიახლეები
ოქტომბერი 02, 2026
09:00 AM
სალომე ლიპარტელიანის დისერტაციის საჯარო დაცვა
2026 წლის 12 ოქტომბერს, 15:00 საათზე, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის ნიკო ნიკოლაძის სახელობის საკონფერენციო დარბაზში (305 აუდიტორია) შედგება, ბიზნესის ადმინისტრირების სადოქტორო საგანმანათლებლო პროგრამის დოქტორანტ სალომე ლიპარტელიანის დისერტაციის საჯარო დაცვა, თემაზე: „რეგულირების გავლენა საქართველოს სადაზღვევო სექტორის ფინანსური ზრდის პერსპექტივაზე“.
ოქტომბერი 02, 2026
08:00 AM
კონკურსის შედეგები
ეკატერინე ყიფიანი - ასოცირებული პროფესორის აკადემიური თანამდებობა; მარია ვისოლოვსკა - ასისტენტ პროფესორის აკადემიური თანამდებობა.
ოქტომბერი 01, 2026
08:00 AM
შეხვედრა თემაზე: „შენი პროფესიული ბრენდი - როგორ შეგამჩნიონ და აგარჩიონ?“
კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის უწყვეტი განათლებისა და კარიერული განვითარების სამსახურისა და ბიზნესისა და ტექნოლოგიების ფაკულტეტის ერთობლივი ორგანიზებით გაიმართა საჯარო შეხვედრა თემაზე: „შენი პროფესიული ბრენდი - როგორ შეგამჩნიონ და აგარჩიონ?“