ნანა ვასაძის სადისერტაციო ნაშრომის დაცვა
13 თებერვალს კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის მულტიმედია ცენტრის პანორამაში გაიმართა მასობრივი კომუნიკაციის სადოქტორო პროგრამის დოქტორანტ ნანა ვასაძის სადისერტაციო ნაშრომის დაცვა თემაზე: „დანაშაულის გაშუქების თავისებურებები თანამედროვე სატელევიზიო მედიაში (საქართველოს, ნორვეგიის და იტალიის შედარებითი ანალიზი) 2013-2023 წლები“.
სამეცნიერო ხელმძღვანელი: ხათუნა კაჭარავა - სოციალურ მეცნიერებათა დოქტორი, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის პროფესორი.
ოფიციალური რეცენზენტები: ზაზა ცოტნიაშვილი - სოციალურ მეცნიერებათა დოქტორი მედიის მიმართულებით, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის პროფესორი; ლაურა კუტუბიძე - ჟურნალისტიკის დოქტორი, საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი.
ნაშრომის წარდგენისა და შესაბამისი პროცედურების გავლის შემდეგ, სადისერტაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, ნანა ვასაძეს მასობრივი კომუნიკაციის დოქტორის აკადემიური ხარისხი მიენიჭა.
სხვა სიახლეები
მარტი 13, 2026
01:00 PM
სადოქტორო პროგრამებზე ჩარიცხულ კანდიდატთა სია
კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის 2025–2026 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრის მიღების ფარგლებში სადოქტორო საგანმანათლებლო პროგრამებზე სწავლის უფლება მოიპოვეს შემდეგმა კანდიდატებმა.
მარტი 12, 2026
01:00 PM
CIU-ში საერთაშორისო ურთიერთობების, საერთაშორისო სამართლისა და მედიის თემატიკაზე საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია გაიხსნა
12 მარტს კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია - „საერთაშორისო ურთიერთობების, საერთაშორისო სამართლისა და მედიის თანამედროვე გამოწვევები“ - გაიხსნა. ღონისძიება, რომელიც ორი დღის განმავლობაში ჰიბრიდულ ფორმატში მიმდინარეობს, 100-ზე მეტ ქართველ და უცხოელ მკვლევარსა და მეცნიერს აერთიანებს.
მარტი 12, 2026
11:00 AM
CIU-ს წარჩინებულმა კურსდამთავრებულმა USMLE Step 1 გამოცდა ჩააბარა
კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტის წარჩინებულმა კურსდამთავრებულმა, დებორაჰ ჩიბუსონმა ნდოლო ანინგომ (ნიგერია), წარმატებით ჩააბარა ამერიკის შეერთებული შტატების სამედიცინო ლიცენზირების გამოცდის პირველი ეტაპი (USMLE Step 1), ამჟამად კი აქტიურად ემზადება მეორე საფეხურის (Step 2) დასაძლევად.




