დავით დოლიძის საჯარო დაცვა

კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში 2026 წლის 2 თებერვალს, 12:00 საათზე, მულტიმედია ცენტრის პანორამაში (პირველი კორპუსის მე-10 სართული) შედგება მასობრივი კომუნიკაციის სადოქტორო საგანმანათლებლო პროგრამის დოქტორანტ დავით დოლიძის საჯარო დაცვა თემაზე: საერთაშორისო მედიაბრენდების კონცეპტუალური მოდელების ტრანსფორმირება ქართულ მედიასივრცეში.
სამეცნიერო ხელმძღვანელი:
მარინე ვეკუა - ჟურნალისტიკის აკადემიური დოქტორი, საქართველოს საერთაშორისო უნივერსიტეტის პროფესორი.
ოფიციალური რეცენზენტები:
ეკა თხილავა - სოციალურ მეცნიერებათა დოქტორი, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი;
მარინე ლომიძე - ჟურნალისტიკის დოქტორი, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის ასოცირებული პროფესორი.
სხვა სიახლეები
იანვარი 28, 2026
01:00 PM
CIU-ს პროფესორები პოლონეთის რესპუბლიკის პოლიტიკის მეცნიერებათა ასოციაციის წევრებად აირჩიეს
კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის პროფესორები, ვახტანგ მაისაია და ალიკა გუჩუა, კრაკოვის იაგელონიის უნივერსიტეტის ეგიდით, პოლონეთის რესპუბლიკის პოლიტიკის მეცნიერებათა ასოციაციის წევრებად აირჩიეს.
იანვარი 23, 2026
10:00 AM
შიდა მობილობა
2025-2026 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრში საბაკალავრო და ერთსაფეხურიან საგანმანათლებლო პროგრამების სტუდენტთა შიდა მობილობის შესახებ განცხადებების მიღება განხორციელდება 23 იანვრიდან 6 თებერვლის ჩათვლით ელექტრონული განცხადებების საშუალებით.
იანვარი 22, 2026
10:00 AM
CIU-ში სტომატოლოგიის სტუდენტებისთვის ლექცია გაიმართა
21 იანვარს კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტის სტომატოლოგიის მიმართულების სტუდენტებისთვის გაიმართა ლექცია: „სისხლით გადაცემადი ინფექციების პოსტექსპოზიციური პროფილაქტიკა და მართვა“.