CIU-ში სტომატოლოგიის სტუდენტებისთვის ლექცია გაიმართა
21 იანვარს კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტის სტომატოლოგიის მიმართულების სტუდენტებისთვის გაიმართა ლექცია: „სისხლით გადაცემადი ინფექციების პოსტექსპოზიციური პროფილაქტიკა და მართვა“.
ლექციას უძღვებოდა საქართველოს სტომატოლოგთა ასოციაციის ვიცე-პრეზიდენტი, საქართველოს საზოგადოებრივი ჯანმრთელობისა და კეთილდღეობის ასოციაციის პრეზიდენტი - ზურაბ ალხანიშვილი.
შეხვედრის ფარგლებში მომხსენებელმა დეტალურად ისაუბრა ჰეპატიტების (B და C) და აივ ინფექციის გავრცელების მექანიზმებზე, ინფიცირების პროფესიულ რისკებზე, სტომატოლოგიური პრაქტიკის უსაფრთხოების სტანდარტებზე, ასევე პოსტექსპოზიციური პროფილაქტიკის ალგორითმებზე, რომლებიც სამედიცინო პერსონალის ჯანმრთელობის დაცვისთვის არის აუცილებელი.
ლექცია ინტერაქტიულ ფორმატში წარიმართა - სტუდენტები აქტიურად მონაწილეობდნენ დისკუსიაში, განიხილავდნენ პროფესიულ გამოწვევებსა და ეთიკურ საკითხებს, რაც მათ მომავალ პროფესიულ საქმიანობაში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.
ღონისძიების დაგეგმვაში აქტიურად მონაწილეობდნენ CIU-ს მედიცინის ფაკულტეტის სტომატოლოგიის მიმართულების ასოცირებული პროფესორი ვერა ხუნძაკიშვილი და პროფესორი ლელა გრიგოლია.
სხვა სიახლეები
იანვარი 28, 2026
01:00 PM
CIU-ს პროფესორები პოლონეთის რესპუბლიკის პოლიტიკის მეცნიერებათა ასოციაციის წევრებად აირჩიეს
კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის პროფესორები, ვახტანგ მაისაია და ალიკა გუჩუა, კრაკოვის იაგელონიის უნივერსიტეტის ეგიდით, პოლონეთის რესპუბლიკის პოლიტიკის მეცნიერებათა ასოციაციის წევრებად აირჩიეს.
იანვარი 27, 2026
11:30 AM
დავით დოლიძის საჯარო დაცვა
კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში 2026 წლის 2 თებერვალს, 12:00 საათზე, მულტიმედია ცენტრის პანორამაში (პირველი კორპუსის მე-10 სართული) შედგება მასობრივი კომუნიკაციის სადოქტორო საგანმანათლებლო პროგრამის დოქტორანტ დავით დოლიძის საჯარო დაცვა თემაზე: საერთაშორისო მედიაბრენდების კონცეპტუალური მოდელების ტრანსფორმირება ქართულ მედიასივრცეში.
იანვარი 23, 2026
10:00 AM
შიდა მობილობა
2025-2026 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრში საბაკალავრო და ერთსაფეხურიან საგანმანათლებლო პროგრამების სტუდენტთა შიდა მობილობის შესახებ განცხადებების მიღება განხორციელდება 23 იანვრიდან 6 თებერვლის ჩათვლით ელექტრონული განცხადებების საშუალებით.




