• dateოქტომბერი 07, 2019
    time07:19 PM

    პირველი სამედიცინო დახმარების ტრენინგი „შავნაბადას“ სკოლისთვის

    banner

    5-6 ოქტომბერს, გიმნაზია „შავნაბადას“ პედაგოგებსა და ადმინისტრაციის თანამშრომლებს პირველი სამედიცინო დახმარების ტრენინგი ჩაუტარდათ.

    ტრენინგს კსუ-ს კლინიკური სწავლების კოორდინატორი ლაშა დოლიძე გაუძღვა, რომელმაც სკოლის წარმომადგენლებს სხვადასხვა კრიტიკული მდგომარეობის მართვის თეორიული საკითხები გააცნო და პრაქტიკული მაგალითები აჩვენა.