ონლაინ ტრენინგი - ელექტრონული სამეცნიერო მონაცემთა ბაზების ძებნის კატეგორიები
27 ივნისს, 19:00 საათზე, Zoom-ის პლატფორმის საშუალებით გაიმართა მორიგი ონლაინ ტრენინგი თემაზე: „eIFL-ის საერთაშორისო სამეცნიერო მონაცემთა ბაზების ძიების კატეგორიები.“ შეხვედრას კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ესწრებოდა.
ტრენინგს ეროვნული სამეცნიერო ბიბლიოთეკის სამეცნიერო და საცნობარო სერვისების განყოფილების უფროსი, საქართველოს ბიბლიოთეკების ინტეგრირებული საინფორმაციო ქსელის, კონსორციუმის ლიცენზირების კოორდინატორი, მარიკა ჟორჟოლიანი წაუძღვა. სპიკერმა შეკრებილ აუდიტორიას საერთაშორისო სამეცნიერო მონაცემთა ბაზებში მოცემული რესურსები გააცნო, ისაუბრა საჭირო წყაროების ძიების კატეგორიებზე, პრინციპებსა და უცხოურ სამეცნიერო მონაცემთა ბაზებში სტატიების გამოქვეყნების შესაძლებლობაზე.
ბიბლიოთეკის ორგანიზებით მსგავსი ტრენინგები სისტემატურად ტარდება. აღნიშნულ ტრენინგზე წარმოდგენილი იყო შემდეგი სამეცნიერო ბაზების გამოყენების უპირატესობები, წესები, მექანიზმები და შესაძლებლობები:
- Cambridge Journals Online
- Royal Society Journals Collection
- e-Duke Journals Scholarly Collection
- Edward Elgar Publishing Journals and Development Studies e-books
- European Respiratory Journal
- IMechE Journals
- SAGE Premier
- Mathematical Sciences Publishers Journals
- Openedition Journals
- The Company of Biologists' Journals
- ACM Digital Library
შეგახსენებთ, რომ კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტს უამრავ ელექტრონულ სამეცნიერო მონაცემთა ბაზასთან აქვს წვდომა. ჩამონათვალი და აღწერა იხილეთ ბმულზე: https://ciu.edu.ge/menu/slug/eleqtronuli-resursebi.
აგრეთვე, ჩვენი უნივერსიტეტის წარმომადგენლებს შემდეგ ბაზებში პუბლიკაციების უფასოდ გამოქვეყნების შესაძლებლობა აქვთ: Oxford University Press APCs for open access publishing, IMechE APCs for open access publishing, Association for Computing Machinery, European Respiratory Journal, Royal Society Journals Collection, SAGE APCs for Open Access Journals, The Company of Biologists free open access publishing.
კსუ-ს როგორც, კონსორციუმის წევრ ორგანიზაციას პუბლიკაციების 50% ფასდაკლებით გამოქვეყნების შესაძლებლობა აქვს შემდეგ ბაზებში : Brill APCs for open access publishing, Cambridge University Press APCs for open access publishing, Edward Elgar Publishing APCs for open access publishing, Taylor & Francis APCs for open access journals, World Scientific APCs for open access publishing , Wolters Kluwer Health APCs for open access journals.
კონკრეტული ჟურნალების სანახავად და დამატებითი ინფორმაციისათვის გამოიყენეთ შემდეგი ბმული: https://eifl.net/apcs?field_subject_tid_1=All&field_e_resource_type_apc_tid=All&field_publisher_vendor_tid_1=All&shs_term_node_tid_depth=818
სხვა სიახლეები
ივლისი 31, 2026
02:00 PM
ეკატერინე ფიფიას სადისერტაციო ნაშრომის დაცვა
29 ივლისს, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის სამართლის სადოქტორო საგანმანათლებლო პროგრამის დოქტორანტის ეკატერინე ფიფიას სადისერტაციო ნაშრომის საჯარო დაცვა გაიმართა თემაზე: „პარტნიორის მიერ შპს-ის წილის მიღება და წილთან დაკავშირებული უფლებამოსილება“.
ივლისი 31, 2026
01:00 PM
CIU-ს წარმომადგენლები ლა რიოხას უნივერსიტეტში გამართულ საერთაშორისო Staff Week-ზე
13–17 ივლისს კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტისა და მევენახეობა-მეღვინეობის ფაკულტეტის წარმომადგენლები ესპანეთში, ლა რიოხას უნივერსიტეტში (Universidad de La Rioja) გამართულ International Staff Week-ზე მონაწილეობდნენ.
ივლისი 31, 2026
12:00 PM
სამაგისტრო პროგრამებზე მიღება
კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი 2026-2027 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრისთვის იწყებს სამაგისტრო პროგრამებზე მიღებას.