Go to top icon
ENG
ძიება:
ახალი ამბები
ანონსები
    მულტიმედია ცენტრი უწყვეტი განათლებისა და კარიერული განვითარების სამსახური ბიბლიოთეკა

     

    EBSCO Publishing – 12 საერთაშორისო მონაცემთა ბაზისგან შედგება და წარმოადგენს ჟურნალებისა და საცნობარო გამოცემების უდიდეს კოლექციას, რომელიც მოიცავს: 11000–ზე მეტი დასახელების სტატიებს მეცნიერებისა და ბიზნესის სფეროებში. ასევე ამერიკის უმნიშვნელოვანესი გაზეთების სრულ სტატიებს, 100 000 დასახელების ელექტრონულ წიგნს. EBSCO იხილეთ ლინკი: აღნიშნული კოლექცია ასევე გამოირჩევა ეფექტური საძიებო სისტემით. ხელმისაწვდომია ინტერნეტის ქსელში ჩართული ნებისმიერი ავტორიზებული მომხმარებლისთვის.


    Cambridge Journals Online 

    წარმოადგენს მონაცემთა ბაზას, რომელიც მოიცავს კემბრიჯის უნივერსიტეტის მიერ გამოცემულ ჟურნალებს 1997 წლიდან, მეცნიერების ყველა დარგში, მათ შორის: სამართალი, ბიოლოგია, ანთროპოლოგია, არქეოლოგია, ასტრონომია, მათემატიკა, ფიზიკა, ქიმია, გეოგრაფია, ისტორია, ენათმეცნიერება, ფილოსოფია, პოლიტიკა, მენეჯმენტი, სოციოლოგია, საერთაშორისო ურთიერთობები, ფსიქოლოგია, ხელოვნება, მასმედია, კომუნიკაცია და სხვა. ბაზა მოიცავს ჟურნალებს Thomson Reuters-ის ციტირების ინდექსით, 1,8 მილიონზე მეტი სტატიით და 46000-ზე მეტი წიგნს.


    Royal Society Journals Collection  - წარმოადგენს მონაცემთა ბაზას, რომელიც მოიცავს დიდი ბრიტანეთის სამეფო საზოგადოების ჟურნალების კოლექციაში შემავალ სხვადასხვა დასახელების მაღალი იმპაქტ ფაქტორის მქონე ჟურნალებს ფიზიკის, ბიოლოგიის მეცნიერებების, მათემატიკისა და საინჟინრო მეცნიერებების დარგებში, მათ შორისაა, Philosophical Transactions A and B, and Proceedings A and B. ბაზა მოიცავს Royal Society-ის ციფრულ არქივს 1665 წლიდან.


    e-Duke Journals Scholarly Collection - წარმოდგენილია ჟურალები შემდეგი მიმართულებით: პოლიტიკა, სამეცნიერო კვლევები, ხელოვნების ისტორია, კულტუროლოგია, პედაგოგიკა, ფილოსოფია, გენდერი, საერთაშორისო ურთიერთობები, რეგიონალური და რელიგიური კვლევები, სოციოლოგიის თეორია, აფრიკული კვლევები, აზიური კვლევები, ჯანმრთელობის დაცვა. ბაზა გვთავაზობს ჟურნალებს გამომცემლობა Scopus-იდან , რომლებსაც აქვს ციტირების მაღალი ინდექსი.


    Edward Elgar Publishing Journals and Development Studies e-books - წარმოდგენილია ჟურნალები და წიგნები ჰუმანიტარული და ეკონომიკური მიმართულების შესახებ. წიგნები საჯარო და სოციალური მმართველობის, კორპორაციული მართვის, ფინანსთა, ჯანდაცვის, ინოვაციური კვლევების, მიგრაციის, ინფრასტრუქტურის განვითარების, ლიდერობის ინსტიტუტის, ჰუმანიზმის, ინტელექტუალური საკუთრების კვლევათა, სამართლებრივ და სხვა კვლევათა განვითარების შესახებ.


    European Respiratory Journal - კლინიკური და ექსპერიმენტული მედიცინის მიმართულების ბაზა, სადაც წარმოდგენილია სტატიები ბიოლოგიური, ეპიდემიოლოგიური, იმუნოლოგიური, ონკოლოგიური და სხვ. მიმართულებით. ამ ეტაპზე ჟურნალის იმპაქტ-ფაქტორი 33.8 შეადგენს და ის ევროპის რესპირატორულ საზოგადოებას ეკუთვნის.


    IMechE Journals

    მონაცეთა ბაზაში წარმოდგენილია გამომცემლობა SAGE-ის პლატფორმაზე არსებული ჟურნალები, რომელთა ძირითადი მიმართულებაა მექანიკური ინჟინერიაა.ჟურნალები საინჟინრო მიმართულების თითქმის ყველა სფეროში, 1847 წლიდან. სტატიების უმეტესობა ციტირებულია Thomson Reuters Journal-ში, ხოლო ყოველი ჟურნალი გამომცემლობა SCOPUS-ში წარმოდგენილ ინდექსირებად ჟურნალთა ჩამონათვალშია.


    SAGE Premier - SAGE არის წიგნების, ჟურნალების და საბიბლიოთეკო პროდუქტებისა მზარდი ნაკრების გლობალური აკადემიური გამომცემელი. სადაც წარმოდგენილია სამეცნიერო სტატიები ჰუმანიტარული, სოციალურ მეცნიერებათა, ბიზნესისა და მედიცინის სფეროს რეიტინგული ჟურნალებიდან. SAGE- ის ჟურნალების 65% წარმოდგენილია Thomson Reuters Journal-ის ციტირებად ჟურნალთა ჩამონათვალში (JCR).


    Mathematical Sciences Publishers Journals - ბაზა მოიცავს მათემატიკურ სამეცნიერო და კვლევით გამოცემებს, რომლებიც ორიენტირებულია გამოცემების პროგრამული უზრუნველყოფის შემუშავებაზე, უმაღლესი დონის სამეცნიერო-კვლევითი პუბლიკაციების დახმარებასა და შექმნაზე. ბაზაში წარმოდგენილია 17 რეფერირებადი ჟურნალი მათემატიკისა და მომიჯნავე დისციპლინებიდან, რომელთა ძირითადი სფეროებია: მათემატიკა, მექანიკა, ინჯინერია.


    Openedition Journals - წარმოდგენილია ფრანგულენოვანი ჟურნალები ჰუმანიტარული და სოციალური მეცნიერებების მიმართულებით და ხელმისაწვდომია HTML, PDF და ePUB-ის ფორმატით. ასევე არის სტატიები ინგლისურ, ესპანურ, იტალიურ და პორტუგალიურ ენებზე. ამჟამად მასში განთავსებულია 150000 სტატიიდან 95% ხელმისაწვდომია სრული ტექსტით. სტატიების უმეტესობა ერთზე მეტ ენაზე გამოქვეყნებული.


    The Company of Biologists' Journals - წარმოგიდგენთ ჟურნალს, რომელიც მოიცავს განვითარების, უჯრედული მეცნიერების და ექსპერიმენტული ბიოლოგიის სფეროებს, რომლის გამოცემები ეძღვნება ბიოლოგთა საზოგადოების მხარდაჭერას და მათ წახალისებას. ბაზა მოიცავს ბიოლოგიის მიმართულების ხუთ ჟურნალს: Development, Journal of Cell Science; Journal of Experimental Biology; Disease Models & Mechanisms; Biology Open.


     

    საგნობრივი თემატიკა : საინფორმაციო ტექნოლოგიები, პროგრამული უზრუნველყოფა, მონაცემთა ანალიტიკა, კიბერუსაფრთხოება, ხელოვნური ინტელექტი, მანქანათმცოდნეობა, კომპიუტერული ქსელები, მულტიმედიური ტექნოლოგიები. ბაზა ითვალისწინებს 70 ჟურნალის (მიმდინარე და საარქივო ნომრები), 200 საკონფერენციო მასალის, გაზეთების, ვებსაიტებისა და მულტიმედია ფაილების წვდომას. აგრეთვე კომპიუტერული ლიტერატურის გზამკვლევებს, აბსტრაქტებს, ციტირებული ნაშრომებს და სხვ. ACM Digital Library-ის ბაზა ქართველ მეცნიერებს შესაძლებლობას აძლევს მისივე ღია წვდომის ჟურნალებში სტატიები გამოაქვეყნონ უფასოდ!


    Scopus-ი წარმოადგენს რეცენზირებად ლიტერატურას, სამეცნიერო ჟურნალების, წიგნების, კონფერენციის მასალების და გამოცემების , რეზიუმეებისა და ციტირების ყველაზე დიდ მონაცემთა ბაზას. Scopus-ზე წვდომა უზრუნველყოფს 21 000 დასახელების სამეცნიერო ჟურნალს, ჯამში 50 მილიონზე მეტ სამეცნიერო, ტექნოლოგიების, ჯანდაცვის, სოციალური მეცნიერებებისა და ჰუმანიტარული მეცნიერებების სფეროში არსებული მსოფლიო კვლევის შედეგების ყოვლისმომცველ ჩანაწერს.

    Scopus-ში წარმოდგენილია ჭკვიანი ინსტრუმენტები, რომელიც მკვლევარს ეხმარება გამოიკვლიოს, გაანალიზოს და მოახდინოს კვლევის ვიზუალიზაცია, ამ ბაზის საშუალებით შესაძლებელია გამოავლინოთ არსებული ტენდენციები, გაზარდოთ კვლევის ხილვადობა, ააგოთ თანამშრომლური ქსელი, გააუმჯობესოთ დაფინანსების შესაძლებლობები და განუმარტოთ კვლევის ღირებულება საკუთარ ორგანიზაციას.

    Funding Institutional - მკვლევარს ეხმარება აქტიური, ზუსტი დაფინანსების შესაძლებლობების მოძებნით დროულად , ამით ინფორმაციას აწვდის კვლევის პროგრამების სტრატეგიას. გვთავაზობს დაფინანსებას დაახლოებით 5000 სახელმწიფო და კერძო ორგანიზაციებისაგან, წარმოდგენილია ინფორმაცია 5.7 მილიონზე მეტ გაცემულ კვლევით გრანტზე, რომლებიც უკვე დაფინანსდა სხვდასხვა სფეროში, სხვადასხვა დამფინანსებლისგან და 23000 აქტიურ და განმეორებად დაფინანსების შესაძლებლობებს.

     

    ScienceDirect - არის მსოფლიოში ავტორიტეტული სამეცნიერო ელექტრონული ბაზა, რომელიც მოიცავს 4089 დასახელების ჟურნალს, 28718 წიგნს, ჯამში ორ მილიონზე მეტი სტატიის სრულ ტექსტს. ScienceDirect-ი არის Elsevier-ის წამყვანი საინფორმაციო პლატფორმა მკვლევართათვის, პედაგოგებისთვის, სტუდენტებისთვის, ჯანდაცვის პროფესიონალებისა და საინფორმაციო პროფესიონალებისათვის. ScienceDirect-ი უზრუნველყოფს მეცნიერულ კითხვებზე პასუხებს სანდო, მაღალხარისხიან, ინტერდისციპლინარულ კვლევებზე დაყრდნობით.

     

    თავისუფალი წვდომის მონაცემთა ბაზები:

    1. თავისუფალი წვდომის წიგნების დირექტორია (DOAB)

    2. თავისუფალი წვდომის ჟურნალების დირექტორია (DOAJ)

    3. ღია ბიბლიოთეკა

    4. უფასო სამედიცინო წიგნები

    5. FreeBookCentre.net

    6. FreeFullPDF.com

    7. საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის

    8. ეროვნული სამეცნიერო ბიბლიოთეკა

    9. სტომატოლოგია

    10. კომპიუტერული მეცნიერებისა და ინფორმაციული ტექნოლოგიის ამერიკული ჟურნალი

    11. Immunome Research

    12. Journal of Infectious Diseases & Therapy

    13. Science Publishing Group

    14. VITIS

    15. moh.gov.ge

    16.medscape.com

    17.medlineplus.gov