კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი სტრატეგიული მიზანი არის ინტერნაციონალიზაცია, რომელიც მჭიდროდ უკავშირდება განათლების ინტერნაციონალიზაციის ეროვნულ პოლიტიკას და სრულ თანხვედრაშია უმაღლესი განათლების ევროპულ სივრცესა და ბოლონიის პროცესთან.
კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტისათვის ინტერნაციონალიზაცია გულისხმობს საერთაშორისო საუკეთესო პრაქტიკის დანერგვას და ხარისხის განვითარებისათვის საერთაშორისო პარტნიორობის გაძლიერებას სწავლა-სწავლების, კვლევისა და უნივერსიტეტის მესამე მისიის აქტივობების ფარგლებში, ასევე ორგანიზაციული მართვისა და პერსონალის პროფესიული განვითარების საქმეში.
უნივერსიტეტის მასშტაბით ინტერნაციონალიზაციის პროცესებს მხარს უჭერს საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტი, უმაღლეს საგანმანათლებლო სივრცეში უნივერსიტეტის ცნობადობის გაზრდის, უნივერსიტეტის აკადემიური პროგრამების ინტერნაციონალიზაციის, პერსონალისა და სტუდენტების საერთაშორისო აკადემიურ და კვლევით პროცესებში ჩართვის ხელშეწყობით, ასევე სხვადასხვა საერთაშორისო პროგრამებსა და პროექტებში მონაწილეობით.