Go to top icon
ENG
ძიება:
ახალი ამბები
ანონსები
    მულტიმედია ცენტრი კარიერული განვითარების სამსახური ბიბლიოთეკა

    კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი (კსუ) არის უმაღლესი სასწავლო დაწესებულება, რომელიც ემყარება ეროვნულ ღირებულებებსა და ყურადღებას ამახვილებს მუდმივ ცვლილებებზე. უნივერსიტეტის ისტორია იწყება 1995 წლიდან. ესაა თანამედროვე ინფრასტრუქტურითა და ტექნიკური საშუალებებით აღჭურვილი უმაღლესი სასწავლო დაწესებულება, რომელიც ორიენტირებულია საერთაშორისო საგანმანათლებლო სივრცეში ინტეგრაციასა და მუდმივ განახლებაზე. 

    კსუ ახორციელებს საბაკალავრო, ერთსაფეხურიან (ქართულ და ინგლისურენოვან), სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამებს.

    დამფუძნებელთა და ცნობილ, გამოცდილ მეცნიერთა ჯგუფის ერთობლივი მცდელობის შედეგად უნივერსიტეტის ბაზაზე ჩამოყალიბდა ხუთი წამყვანი და თანამედროვე ფაკულტეტი – ბიზნესი, სამართალი, სოციალური მეცნიერებები, მედიცინა და მევენახეობა-მეღვინეობა. ფაკულტეტები დაკომპლექტებულია მაღალპროფესიონალი აკადემიური კადრებით და აღჭურვილია თანამედროვე, მსოფლიო სტანდარტების შესაბამისი სამეცნიერო-კვლევითი ცენტრებით.

    კსუ არის უმაღლესი სასწავლო დაწესებულება, რომლის მისიაა ბაკალავრიატის, მაგისტრატურისა და დოქტორანტურის დონეზე:

    • გაატაროს თანამედროვე ეროვნული და საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი საგანმანათლებლო პოლიტიკა;
    • შექმნას შესაბამისი, სტუდენტზე ორიენტირებული, სასწავლო და კვლევითი გარემო;
    • მოამზადოს მაღალკვალიფიციური და კონკურენტუნარიანი სპეციალისტები;
    • ჩამოაყალიბოს სტუდენტთა კონვერგენტულ და დივერგენტულ აზროვნებაზე დაყრდნობით მათი ღირებულებები.

    სწავლების ხარისხის ასამაღლებლად უნივერსიტეტი სათანადო ყურადღებას უთმობს და ითვალისწინებს სტუდენტთა მოსაზრებებს. ისინი აქტიურად არიან ჩართულნი აკადემიური პროცესის შეფასებაში.  

    წლების განმავლობაში კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტს შეემატა არაერთი პარტნიორი უნივერსიტეტი, რამაც კიდევ უფრო ხელი შეუწყო კსუ-ს ინტეგრაციას მსოფლიო განათლების სისტემასთან.

    სტუდენტურ ცხოვრებას მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს ინდივიდის პროფესიული და პიროვნული ღირებულებების ჩამოყალიბებაში. შესაბამისად, კსუ მუდმივად იღვწის იმისათვის, რომ შესაბამისი გარემო შექმნას სტუდენტებისათვის. უნივერსიტეტის მიზანია სტუდენტები წაახალისოს და საშუალება მისცეს მათ საკუთარი თავი გამოხატონ, განავითარონ ინტერესის სფერო და უნივერსიტეტის სახელით მონაწილეობა მიიღონ სტუდენტურ აქტივობებში.  

    კსუ სტუდენტებს სთავაზობს გასაოცარ სტუდენტურ ცხოვრებას, რომელიც სავსე იქნება მრავალფეროვნებით: ცნობილი მეცნიერებისა და დარგის წარმატებული სპეციალისტების საჯარო ლექციები; ექსპედიციები საქართველოში და საზღვარგარეთ. სტუდენტებს საშუალება ექნებათ ჩაერთონ, თავიანთი ინტერესისა და ნიჭის შესაბამისად, უნივერსიტეტში არსებულ სხვადასხვა სექციებში, მაგალითად: მუსიკალური ჯგუფები, არტ კლუბები (ხატვა, ქართული ნაციონალური ცეკვები და სიმღერა), ღვინის თეატრი, სპორტული კლუბები და კონკურსები. 

    კსუ-ს სტუდენტური ცხოვრება არის საკმაოდ აქტიური და მიმზიდველი. ესაა ჩვენი უნივერსიტეტის ერთ-ერთი პრიორიტეტი! უნივერსიტეტის სტუდენტური თვითმმართველობა აქტიურადაა ჩართული ამ პროცესების გაუმჯობესებასა და სრულყოფაში. მათ განახორციელეს არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პროექტია „სტუდენტური ცხოვრება“, რომელიც უკვე ორი წელია ხორციელდება. უნივერსიტეტს ჰყავს ძლიერი თვითმმართველობა, რომელიც თანამშრომლობს სახელმწიფო და კერძო ორგანიზაციებთან. შესაბამისად, უნივერსიტეტის სტუდენტებს საშუალება მიეცათ მონაწილეობა მიეღოთ სხვადასხვა მნიშვნელოვანი და საინტერესო პროექტის განხორციელებაში. სტუდენტური თვითმმართველობა – ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი რგოლი უნივერსიტეტის საქმიანობაში – ხელს უწყობს სტუდენტთა აქტიურ ჩართულობას, როგორც სამეცნიერო ასევე კულტურულ-რეკრეაციული მიმართულებით. მათი ინტერესის სფეროა: განათლება, მეცნიერება, სპორტი, ტურიზმი, სტუდენტთა უფლებების დაცვა, კულტურა, სხვადასხვა პროექტის შემუშავება და ა.შ.

    იყო კსუ-ს სტუდენტი ნიშნავს მიიღო მაღალი ხარისხის განათლება, გქონდეს წარმატებული კარიერა, შესაძლებლობები მუდმივი განვითარებისა და ზრდისათვის და ბედნიერი სტუდენტური ცხოვრება.