Go to top icon
ENG
ძიება:
ახალი ამბები
ანონსები
    მულტიმედია ცენტრი კარიერული განვითარების სამსახური ბიბლიოთეკა

    კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის საგანმანათლებლო შენობების მდებარეობა მოსახერხებელია ყველასათვის და ადვილად მისადგომია თბილისის ნებისმიერი უბნიდან. უნივერსიტეტიდან 1 კილომეტრის დაშორებით არის მეტროსადგური და უნივერსიტეტს ჩაუვლის სხვადასხვა ავტობუსი და მიკროავტობუსი.

    თბილისში ტრანსპორტირების საშუალებაა მიკროავტობუსი, ე.წ. „მარშუტკა“ რომელიც 80 თეთრი (29 ცენტი) ღირს, ხოლო ავტობუსითა და მეტროთი მგზავრობა კი 50 თეთრი (18 ცენტრი) ჯდება. თუმცა, თუ გაქვთ მეტრომანის ბარათი, ავტობუსით და მეტროთი შეძლებთ უფასოდ მგზავრობას ბილეთის შეძენიდან 90 წუთის განმავლობაში. მიკროავტობუსში მგზავრობის საფასურის ბარათით გადახდა ამცირებს შემდგომი მოგზაურობის საფასურს 65 თეთრამდე (24 ცენტი) მთელი დღის განმავლობაში.

    საკმაოდ იაფია ტაქსით მგზავრობა თბილისში. საშუალოდ მგზავრობის დაწყება ღირს 2 ლარი (80 ცენტი) და ყოველი კილომეტრის ღირებლება დაახლოებით 60-80 თეთრია (25-33 ცენტი).

    თუ თქვენ პირველად ხართ თბილისში, მოგზაურობის დამგეგმავი დაგეხმარებათ სასარგებლო ინფორმაციის პოვნაში.

    მეტი ინფორმაციისათვის გთხოვთ იხილოთ ბმული.

    „თბილისს უყვარხართ“

    ჩამოტვირთეთ ქალაქის გზამკვლევი მობილური აპლიკაცია – „თბილისს უყვარხართ“. აპლიკაცია შეიცავს ინფორმაციას, აღწერილობებს, ზუსტ მონაცემებს ადგილმდებარეობის შესახებ და აპლიკაციის სხვა მომხმარებელთა კომენტარებს.