გეოგრაფია
საქართველო მდებარეობს დასავლეთ აზიისა და აღმოსავლეთ ევროპის გასაყარზე. სამხრეთით მას ესაზღვრება თურქეთი და სომხეთი, აღმოსავლეთით – აზერბაიჯანი, ჩრდილოეთით კი რუსეთის ფედერაცია და კავკასიონის დიდი ქედი. საქართველოს დედაქალაქი და ამავდროულად ყველაზე დიდი ქალაქია თბილისი. საქართველოს ტერიტორია ფარავს დაახლოებით 69 700 კვადრატულ კმ-ს.
საქართველოს მოსახლეობა დაახლოებით 5 მილიონია. სახელმწიფო ენაა ქართული. საქართველო არის ნახევრად საპრეზიდენტო რესპუბლიკა. ქვეყანაში ეროვნული ვალუტა არის ქართული ლარი.
მოსახლეობის დიდი ნაწილი (83.9%) არის მართლმადიდებელი ქრისტიანი.
საქართველოს ყველაზე დიდი ქალაქებია: თბილისი, ქუთაისი, ბათუმი, რუსთავი, ზუგდიდი, გორი და ფოთი.
კლიმატი
საქართველოს ჰავა დიდი მრავალფეროვნებით გამოირჩევა, თუ გავითვალისწინებთ ქვეყნის შედარებით მცირე ფართობს. შესაბამისად, შავი ზღვის სანაპირო ზოლში წარმოდგენილია სუბტროპიკული ზონა, ისევე როგორც სამთო-სათხილამურო საკურორტო ზონები.
საქართველო იდეალური ადგილია საერთაშორისო სტუდენტებისათვის, თუ გავითვალისწინებთ მის კლიმატს. ზამთარი არ არის ძალიან სუსხიანი (საშუალო ტემპერატურაა 2-3°C) და ზაფხული კი ძალიან ცხელი (საშუალო ტემპერატურა 24 °C).
სუბტროპიკული და ნოტიო ჰავა დამახასიათებელია დასავლეთ საქართველოსათვის, ხოლო საქართველოს აღმოსავლეთ ნაწილში მშრალი ჰავაა.
ისტორია
პირველი ისტორიული ჩანაწერები საქართველოს შესახებ ოთხი ათასი წლით თარიღდება. ქართულ ანბანს ერთ-ერთი ადგილი უკავია მსოფლიოს უნიკალურ ანბანებს შორის. მე-4 საუკუნის პირველ ნახევარში ქრისტიანობა გამოცხადდა სახელმწიფო რელიგიად.
საქართველო გამოირჩევა კულტურული მრავალფეროვნებითა და ტოლერანტულობით. ქვეყანაში საუკუნეების განმავლობაში მშვიდად თანაარსებობდა სხვადასხვა ეთნიკური წარმომავლობისა და რელიგიის ხალხი.
საქართველოს ისტორიის განმავლობაში ქვეყანას ხშირად ესხმოდა თავს სპარსეთი, თურქეთი და რუსეთი. საბოლოოდ, მე-19 საუკუნეში რუსეთმა მოახერხა საქართველოს ანექსირება.
1991 წელს საქართველო გამოცხადდა დამოუკიდებელ რესპუბლიკად საბჭოთა კავშირის დანგრევის შემდეგ.
ამჟამად, საქართველო არის დამოუკიდებელი და დემოკრატიული ქვეყანა, რომელიც ორიენტირებულია ევროპულ ღირებულებებსა და განვითარებაზე.
ტურიზმი
საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მონაცემებით, ქვეყანაში 103 კურორტია, 30 საკურორტო ზონა და რეგიონი.
საქართველოს რეკრეაციული რესურსებია: კლიმატი, ბალნეოლოგია, ზღვა, მყინვარები, წყლები, ტყე და ბუნების სხვა კომპონენტები, რაც ტურისტებისთვისაა საინტერესო.
საქართველო გამოირჩევა რთული და მდიდარი ისტორიით, რამაც განაპირობა ტერიტორიაზე ისტორიულ-კულტურული რესურსების ნაირსახეობა. საქართველოს ტერიტორიაზე დაცულია არქიტექტურული, რელიგიური, თავდაცვითი და არქეოლოგიური ძეგლები. სახემწიფოში დაცულია 5 ათასამდე ძეგლი და მათგან სამი შესულია იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ნუსხაში.
პირველი ევროპელები
საქართველო მოხვდა მსოფლიო მედიის ყურადღების ეპიცენტრში დაუჯერებელი აღმოჩენების გამო. დმანისში, თბილისიდან სამხრეთით, აღმოაჩინეს 1.8 მილიონი წლით დათარიღებული „ჰომოს“ გვარის ფრაგმენტები.
ესაა აფრიკის გარეთ უძველესი ადამიანების არსებობის პირველი დამამტკიცებელი საბუთი. ამ აღმოჩენამ ერთმანეთთან დააკავშირა აფრიკა და ევროპა და მოგვაწოდა ინფორმაცია ადამიანების განვითარების შესახებ. ეს აღმოჩენა საშუალებას გვაძლევს, რომ საკუთარი თავები მივიჩნიოთ პირველ უცხოელ „ტურისტებად“ ევროპიდან.
უნიკალური ანბანი
მთელს მსოფლიოში მხოლოდ 14 დამოუკიდებელი ანბანია და მათ შორის ერთ-ერთია ქართული. ქართულ ენაზე ლაპარაკობს დაახლოებით 4 მილიონი ადამიანი ძირითადად საქართველოში, სადაც ოფციალური ენა არის ქართული. მოსახლეობის 98%-სთვის, რომელიც ლაპარაკობს ქართულად, ეს მშობლიური ენაა.
ქართულ ანბანს უჭირავს ადგილი მსოფლიოს 14 ანბანს შორის. უძველესი ხელნაწერი მეხუთე საუკუნის დასაწყისით თარიღდება. ქართული ანბანის სამი სახეობის ცოცხალი კულტურა იუნესკოს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის სიაში შეიტანეს.
ცხელი წყაროები და მინერალური წყლების კურორტები
წლების განმავლობაში საქართველო იყო ერთ-ერთი სპაცენტრი, რომელიც თავს იწონებდა 103 მინერალური წყლის კურორტით. საქართველოს დედაქალაქის – თბილისის ადგილმდებარეობაც შეირჩა გოგირდის წყლების გამო.
ამჟამად გოგირდის აბანოები მდებარეობს ქალაქის ცენტრში.
ყველაზე მრავალფეროვანი და დაცული ბუნება
საქართველოს უჭირავს მხოლოდ 69, 700 კვარდატული კმ. თუმცა მისი მრავალფეროვნება გასაოცარია: ნოტიო სუბტროპიკული ტერიტორიები, ნახევრადუდაბნო, მაღალი ალპური მდელოები და უზარმაზარი თოვლით დაფარული მწვერვალები. ამ ყველაფრის ნახვა შესაძლებელია დაახლოებით 100 კილომეტრის მანძილზე. საქართველოში 40-ზე მეტი დაცული ტერიტორიაა. აქედან გამომდინარე, საქართველოს უდიდესი ნაწილი აუთენტური და დაცულია.
ღვინის აკვანი
ეჭვგარეშეა, რომ საქართველო ღვინის სამშობლოა. ყურძნის წიპწები, რომელიც აღმოაჩინეს კავკასიის სამარხებში თიხის ღვინის ქვევრებთან ერთად, 7000 წლის წინანდელია. ესაა ღვინის კულტურის ყველაზე ძველი კვალი. სიტყვა ღვინის ინგლისური შესატყვისი აიღეს ქართული ღვინოდან და ის ხმარებაშია უფრო მეტი ხანი, ვიდრე რომელიმე თანამედროვე ენა. საქართველოში მოიპოვება ვაზის 500-ზე მეტი ენდემური ჯიში.
იუნესკოს შიდასამთავრობო კომიტეტის მე-8 სხდომაზე, რომელიც შეეხებოდა არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის დაცვას, უძველეს ქართულ ტრადიციულ ღვინის ქვევრში დაყენების მეთოდს მიენიჭა კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი.
ქართული სამზარეულო
საქართველო არის ორიგინალური და ძალიან სპეციფიკური ქვეყანა. ქართული სამზარეულო არის ნაყოფიერი, მინერალებით მდიდარი ლანდშაფტის ბუნებრივი გაგრძელება, რომლებიც კავკასიონის მთებიდან სუფთა წყლებით იკვებება.
ქართული სამზარეულო გთავაზობთ მრავალფეროვან კერძებს, გამდიდრებულს მწვანილით და სანელებლებით, როგორც ვეგეტარიენულ, ასევე ხორცეულის კერძებს. ერთ-ერთი საუკეთესო საშუალება, რომ გაეცნოთ და შეიგრძნოთ ქართული ტრადიცია არის ქართული სუფრა. ქართული სტუმართმოყვარეობა მთელ მსოფლიოშია აღიარებული.
უძველესი ქრისტიანული ქვეყანა
საქართველო ქვეყანაა, სადაც ხანგრძლივი ტრადიციები და რელიგიური ტოლერანტობა სხვადასხვა ეროვნების ხალხს აერთიანებს. საქართველო თავისი ისტორიის განმავლობაში გულთბილად იღებდა ნებისმიერი სარწმუნოების ხალხს – ქართული მართლმადიდებლური ეკლესია ქართული ეროვნული სულისკვეთების საფუძველია. არ არსებობს უკეთესი გზა საქართველოს ისტორიის უნიკალური ატმოსფეროს შესაგრძნობად თუ არა ეკლესიები. გერგეტის სამება, რომელიც მდებარეობს კავკასიონის მწვერვალზე, კლდეში ნაკვეთი ქალაქი ვარძია თუ დავით გარეჯი.. ……
საქართველოს უძველეს დედაქალაქ მცხეთაში ინახება წმინდა ელია წინასწარმეტყველის მოსასხამი. ქრისტეს ჯვარზე გაკვრის შემდეგ, საქართველოს ერგო პატივი შეენახა ქრისტეს კვართი, რომელიც სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძრის სიწმინდეს წარმოადგენს. წმინდა მარიამის მოსასხამი ინახება კოლხეთის გულში, ზუგდიდში!
საქართველო ის ქვეყანაა, სადაც აუცილებლად დაბრუნდებით!
ფართობი: 69,700 კვადრატული კმ;
საზღვრები: სამხრეთ-აღმოსავლეთით – აზერბაიჯანი, სამხრეთ-დასავლეთით – თურქეთი; ჩრდილოეთით – რუსეთი, სამხრეთით – სომხეთი;
გეოგრაფია: საქართველოს ტერიტორიის 80% შედგება მთებისა და გორებისაგან. ქვეყანა მდებარეობს 40-47 გრადუსზე აღმოსავლეთით და 41-44 გრადუსზე ჩრდილოეთით.
დედაქალაქი: თბილისი (მოსახლეობა: 1 118.300);
სხვა ქალაქები: ქუთაისი, რუსთავი, ბათუმი, სოხუმი, გორი, ფოთი, ზუგდიდი, თელავი;
ეთნიკური შემადგენლობა: ქართველები – 83.8%, აზერბაიჯანელები – 6.5%, სომხები – 5.7%, რუსები – 1.5%;
სახელმწიფო ენა: ქართული; ქართული და აფხაზური აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში;
ეროვნული ვალუტა: ქართული ლარი, 1 აშშ = დაახლოებით 2.55 ლარი (2018 წლის იანვრის თვის მონაცემებით).
ოფიციალური უქმე დღეები: