სტუდენტებმა უნდა შეიტანონ მოთხოვნა გრძელვადიან ვიზაზე (საემიგრაციო ვიზა, D ტიპის) სასწავლო მიზნებისთვის. ამისათვის, სტუდენტი უნდა იყოს ჩარიცხული კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში და ჰქონდეს ოფიციალური ჩარიცხვის წერილი.
ჩარიცხვის პროცედურას სჭირდება 3 კვირამდე ვადა, ხოლო სავიზო პროცედურას _ დაახლოებით 4 კვირამდე.
იმისათვის, რომ გაუმჯობესდეს ქართველი მოქალაქეებისა თუ უცხოელებისათვის შეთავაზებული მომსახურება, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საკონსულო დეპარტამენტმა შექმნა ახალი ვებგვერდი. მისი საშუალებით თქვენ შეძლებთ ინფორმაცია და მომსახურებები მიიღოთ მარტივად.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო