Go to top icon
ENG
ძიება:
ახალი ამბები
ანონსები
    მულტიმედია ცენტრი უწყვეტი განათლებისა და კარიერული განვითარების სამსახური ბიბლიოთეკა

    კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი (კსუ) არის ეროვნულ ღირებულებებსა და მუდმივ განახლებაზე ორიენტირებული უმაღლესი  საგანმანათლებლო დაწესებულება, რომლის მიზანია კონკურენტუნარიანი, მაღალკვალიფიციური კადრების მომზადება და მათი ინტეგრაცია ნაციონალურ და საერთაშორისო სივრცეში.

    უმაღლესი განათლება ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი საჯარო პასუხისმგებლობაა. შესაბამისად, ჩვენ ვცდილობთ ჩვენს უნივერსიტეტში მიღებული განათლება გავხადოთ მრავლისმომცველი, რომელიც დაფუძნებული იქნება სამეცნიერო კვლევებზე. სამივე აკადემიურ საფეხურზე (ბაკალავრიატი, მაგისტრატურა და დოქტორანტურა) მოქმედი საგანმანათლებლო პროგრამები სტუდენტების ნიჭისა და პროფესიული უნარების განვითარებაზეა ორიენტირებული. კსუ-ს ძირითადი პრიორიტეტებია კვლევისა და ინოვაციების განხორციელება,  საგანმანათლებლო სისტემის გამჭვირვალედ მართვა. 

    არ არსებობს მიზანი შედეგის გარეშე და პირიქით! უნივერსიტეტის 29-წლიანმა ისტორიამ დაამტკიცა, რომ მცდელობამ, შეგვექმნა მაღალი აკადემიური სტანდარტების კლასიკური ევროპული სტილის უნივერსიტეტი, რომელიც დაფუძნებული იქნებოდა ქართულ ღირებულებებზე, გამოიღო სასურველი შედეგი.

    დღეისათვის ჩვენ გვაქვს ყველა პირობა, რომ ვიყოთ კონკურენტუნარიანი როგორც ეროვნულ, ასევე საერთაშორისო სივრცეში.  

    უნივერსიტეტში ფუნქციონირებს:

    კურსდამთავრებულთა კლუბი (ALUMNI), კარიერის განვითარების ცენტრი,  მდიდარი ბიბლიოთეკა, ტელე და რადიოსტუდიები, სამონტაჟოები, მულტიმედია ცენტრი, კლინიკური უნარ-ჩვევების ცენტრი, მედიცინის საბაზისო დისციპლინების სასწავლო ლაბორატორიები, თანამედროვე მულაჟებით აღჭურვილი ანატომიის კაბინეტი, ნეირომეცნიერებათა და გამოყენებითი ფიზიოლოგიის სამეცნიერო-კვლევითი ლაბორატორია, ბიოქიმიის, მიკრობიოლოგიისა და მორფოლოგიის სასწავლო ლაბორატორიები, საფანტომო სწავლების კაბინეტები, სარეზიდენტო და საუნივერსიტეტო სწავლების სტომატოლოგიური კლინიკები,  იმიტირებული სასამართლო პროცესების დარბაზი, იურიდიული კლინიკა, კავკასიის გეოპოლიტიკური მოდელირების ლაბორატორია, კონფლიქტების მოგვარების ცენტრი, ტურიზმის კაბინეტი, მარანი „კოლხი“, მევენახეობა-მეღვინეობის სამეცნიერო კვლევითი ცენტრი, მიკროვინიფიკაციის კვლევითი ლაბორატორია, ენოქიმიის, ამპელოგრაფიისა და მიკრობიოლოგიის ლაბორატორიები, სადეგუსტაციო ოთახი  და სხვა.

    უნივერსიტეტის პრიორიტეტებია:

    • საერთაშორისო სტანდარტებზე დაფუძნებული, კვლევასა და პრაქტიკაზე ორიენტირებული სწავლება;
    • საერთაშორისო საგანმანათლებლო სივრცესთან ინტეგრაცია;
    • პრაქტიკული გამოცდილების მქონე პროფესორ-მასწავლებელთა მაღალკვალიფიციური გუნდი;
    • თანამედროვე ინფრასტრუქტურითა და ტექნიკური საშუალებებით აღჭურვილი შენობა;
    • სტუდენტთა და კურსდამთავრებულთა დასაქმება კსუ-ში, სამთავრობო და კერძო სტრუქტურებში;
    • გაცვლითი პროგრამები;
    • სტიპენდიები;
    • მრავალფეროვანი, ბედნიერი სტუდენტური ცხოვრება;
    • გადახდის მოქნილი სისტემა.

    უნივერსიტეტი გთავაზობთ სტუდენტზე ორიენტირებულ გარემოს და მაღალი  აკადემიური სტანდარტების შესაბამის განათლებას, რაც განსაზღვრავს სტუდენტის ცოდნას, ძალასა და სამომავლო პერსპექტივებს!

    იყო კსუ-ს სტუდენტი ნიშნავს მიიღო მაღალი ხარისხის განათლება, გქონდეს წარმატებული კარიერა, შესაძლებლობები მუდმივი განვითარებისათვის და წარმატებული სტუდენტური ცხოვრება.

     

    ჩვენ ვქმნით თქვენ მომავალს!