Go to top icon
ENG
ძიება:
ახალი ამბები
ანონსები
    მულტიმედია ცენტრი უწყვეტი განათლებისა და კარიერული განვითარების სამსახური ბიბლიოთეკა

    ზოგადი ინფორმაცია

    კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი გთავაზობთ ონლაინრეგისტრაციას, რაც შესაძლებელია განცხადების შევსებით (გთხოვთ, იხილოთ სააპლიკაციო ფორმა).

    ქვემოთ ჩამოთვლილი დოკუმენტები უნდა გადმოაგზავნოთ ელექტრონულად (online@ciu.edu.ge), განცხადების შევსებულ ფორმასთან ერთად.

    მიღებული დოკუმენტების შემოწმების შემდეგ, დაინტერესებულ აპლიკანტთან ინიშნება ონლაინ ვიდეო გასაუბრება ინგლისური ენის ფლობის დადასტურებისა და ვიდეო ჩანაწერის შესაქმნელად. აპლიკანტთან შემდგარი გასაურების ვიდეო ჩანაწერი გამოიყენება სახელმწიფო სტრუქტურებში ჩარიცხვის პროცედურისა და საზღვრის კვეთის პროცესში. 

    ზემოთ ჩამოთვლილი პროცედურების დასრულების შემდეგ, განმცხადებელი ელექტრონულად მიიღებს ოფიციალურ დასტურს, რომ დაიწყო უნივერსიტეტში მიღების პროცესი.

    შენიშვნა: იმ ქვეყნებიდან, სადაც უნივერსიტეტს ყავს ექსკლუზიური შუამავალი კომპანიები, ონლაინ განაცხადები არ მიიღება. ასეთ ქვეყნებს მიეკუთვნება: ინდოეთის შტატები (გუჯარატი, მაჰარაშტრა) იორდანია; ისრაელი ( ექსკლუზივი ვრცელდება მხოლოდ სტომატოლოგიის პროგრამაზე).

    უნივერსიტეტში მიღებისათვის საჭირო დოკუმენტების ჩამონათვალი:

    საშუალო განათლების მქონე პირთათვის:

    მოქალაქეობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (პასპორტი);

    საზღვარგარეთ მიღებული ზოგადი საშუალო განათლების დასრულების დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი ან მისი ეკვივალენტი;

    შევსებული სააპლიკაციო ფორმა (გთხოვთ, იხილოთ განცხადების ფორმა);

    სააპლიკაციო საფასურის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი (იხილეთ საბანკო რეკვიზიტები).

    შენიშვნა: თუ განმცხადებელი არასრულწლოვანია (18 წლამდე), მაშინ დამატებით უნდა გადმოიგზავნოს დაბადების მოწმობის ასლი, მშობელთა პასპორტების ასლები, განმცხადებლის დაბადების მოწმობაში მითითებული ერთ-ერთი მშობლის მინდობილობა (თანხმობა მიღებაზე). მინდობილობა არის დოკუმენტი, სადაც მშობელი ადასტურებს თავის სურვილს და თანხმობას, რომ მისმა შვილმა იცხოვროს და ისწავლოს საზღვარგარეთ გარკვეული პერიოდი. 

    იმ პირებისათვის, რომელთაც სურთ გადმოსვლა სხვა უმაღლესი სასწავლო დაწესებულებიდან:

    მოქალაქეობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (პასპორტი);

    საზღვარგარეთ საგანმანათლებლო დაწესებულებაში მიღებული კრედიტების დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;

    კონკრეტულ ქვეყანაში სტუდენტის ბინადრობის მაჩვენებელი დოკუმენტი (ცხოვრების პერიოდი და თარიღები უნდა ემთხვეოდეს სწავლების პერიოდსა და თარიღებს);

    შევსებული სააპლიკაციო ფორმა (გთხოვთ, ჩამოტვირთეთ სააპლიკაციო ფორმა);

    სააპლიკაციო საფასურის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი (იხილეთ საბანკო რეკვიზიტები).

    მაგისტრატურით დაინტერესებული პირებისათვის:

    მოქალაქეობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (პასპორტი);

    ბაკალავრიატის დიპლომი (დიპლომი, დიპლომის დანართი ან ბაკალავრის კვალიფიკაციის სერთიფიკატი და ნიშნების ფურცელი);

    შევსებული სააპლიკაციო ფორმა (გთხოვთ, ჩამოტვირთეთ სააპლიკაციო ფორმა);

    სააპლიკაციო საფასურის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი (იხილეთ საბანკო რეკვიზიტები).

    სააპლიკაციო გადასახადი:

    სააპლიკაციო გადასახადია 250 აშშ დოლარი.

    გადასახადში შედის:

    დოკუმენტების თარგმნა ქართულ ენაზე;

    დოკუმენტების ნოტარიულად დამოწმება;

    დოკუმენტების შეტანა განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრში.

    შენიშვნა: გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ სააპლიკაციო გადასახადი (250 აშშ დოლარი) არ ანაზღაურდება, იმ შემთხვევაში თუ განმცხადებელი გაიტანს განცხადებას ან სამინისტროდან მოვა უარი.

    დოკუმენტების წარმოდგენის ვადები

    ყველა საჭირო საბუთის შეტანის ბოლო ვადაა:

    გაზაფხულის სემესტრი – 10 სექტემბრიდან 15 თებერვლამდე;

    შემოდგომის სემესტრი – 1 მარტიდან 20 აგვისტომდე.

    შენიშვნა: უნივერსიტეტში, ყველა კატეგორიის (ერთსაფეხურიანი, საბაკალავრო, სამაგისტრო) საგანმანათლებო პროგრამაზე სწავლის მსურველთა ჩარიცხვის  წინაპირობაა ინგლისური ენის იმ მინიმუმის ცოდნა, რომელიც აუცილებელია პროგრამის ასათვისებლად, კერძოდ:

    • TOEFL ან IELTS სერთიფიკატის წარმოდგენის შემთხვევაში აპლიკანტი ჩაირიცხება უგამოცდოდ შესაბამის პროგრამაზე;
    • სერთიფიკატების არ ქონის შემთხვევაში აპლიკანტებს ჩაუტარდებათ გამოცდა ინგლისურ ენაში უნივერსიტეტში არსებულ ენების ცენტრში;
    • იმ აპლიკანტებს, რომელთათვის ინგლისური ენა წარმოადგენს მშობლიურს, სერთიფიკატების წარმოდგენა და გამოცდის ჩაბარება არ დასჭირდებათ.

    საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ შექმნა სპეციალური ვებგვერდი, სადაც შესაძლებელია სავიზო მოთხოვნების გადამოწმება იმ უცხოელებისათვის, რომლებიც გეგმავენ საქართველოში მოგზაურობას.

    გთხოვთ, იხილოთ შემდეგი ბმული, სადაც შეძლებთ ინდივიდუალური მოთხოვნის ნახვას: საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო