Go to top icon
ENG
ძიება:
ახალი ამბები
ანონსები
    მულტიმედია ცენტრი უწყვეტი განათლებისა და კარიერული განვითარების სამსახური ბიბლიოთეკა

    ცხოვრება

    თბილისში ცხოვრება საკმაოდ იაფია, თუმცა უფრო მეტის დაზოგვას შეძლებთ, თუ ქალაქის ცენტრიდან მოშორებით გაჩერდებით და იცხოვრებთ ადგილობრივივით. Airbnb-ის მონაცემებით, თბილისში ყველაზე დაბალ ფასად შეძლებთ ბინის დაქირავებას. ზოგიერთი მათგანი საკმაოდ კომფორტულია. ფასები იწყება ღამეში 15 დოლარიდან.

    კვება

    კვება უნივერსიტეტში – კსუ- კაფეტერია

    კსუ-ს კაფეტერია ყველაზე დიდი სტუდენტური სასადილოა, რომელიც ემსახურება სტუდენტებს, თანამშრომლებსა და სტუმრებს. კვების ობიექტს აქვს დაახლოებით 300 ადგილი. სტუდენტებს სთავაზობენ ახალ, გემრიელ კერძებს. კაფეტერია აკმაყოფილებს ქვეყნის სხვადასხვა კუთხიდან თუ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან ჩამოსული სტუდენტების განსხვავებულ გემოვნებას. ეს ადგილი განსაკუთრებით მოსახერხებელია იმ სტუდენტებისათვის, რომლებიც მარტო ცხოვრობენ.

    კსუ-ს კაფეტერია მდებარეობს პირველ სართულზე.

    სამუშაო საათები: ორშაბათი-შაბათი, 10:00 დან – 18:00-მდე.

    თბილისის ცენტრში უამრავი მიმზიდველი რესტორანი და კაფე  ფუნქციონირებს, რომლებიც ყოველ ნაბიჯზე შეგხვდებათ. კვებასთან დაკავშირებული ხარჯების ოდენობა დამოკიდებულია ადგილზე და ასევე იმაზე, თუ რამდენად ხშირად ჭამთ გარეთ. თუმცა არსებობს კვებითი ობიექტები, სადაც საჭმელი შედარებით იაფია, სადაც შეძლებთ ტრადიციული და აზიური კერძების დაგემოვნებას. საშუალოდ კაცზე დაგჭირდებათ 20-25 ლარი (7-9 აშშ დოლარი), ამ ფასად თქვენს მენიუში სავარაუდოდ შევა რამდენიმე თავი კერძი და სასმელი.