კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი ხარისხის მენეჯმენტის სტანდარტის - ISO 9001: 2015 მფლობელია
კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტს ხარისხის მენეჯმენტის სტანდარტი - ISO 9001: 2015 2023 წლის 12 მაისს მიენიჭა, მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ავტორიტეტული გერმანული ლიცენზიანტი ორგანიზაციის TÜV NORD GROUP მიერ.
ლიცენზიის გაცემის პროცესში გერმანელი ექსპერტების მიერ შემოწმდა კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის მართვის სტრუქტურა, მართვის ეფექტიანობა, რისკების შეფასებისა და მასზე რეაგირების პროცედურები, თვითშეფასება, განვითარების დინამიკა, სტრატეგიული და სამოქმედო გეგმების განხორციელება.
ISO 9001 წარმოადგენს მსოფლიოში ყველაზე ფართოდ აღიარებულ ხარისხის მენეჯმენტის სისტემას. იგი მიეკუთვნება ISO 9000 სერიის სტანდარტებს, ISO 9004 სტანდარტთან ერთად და ეხმარება ორგანიზაციას, მუდმივად აკმაყოფილებდეს მომხმარებლებისა და სხვა დაინტერესებული მხარეების მოლოდინებს. ითვალისწინებდეს ქვეყანაში არსებულ საკანონმდებლო და მარეგულირებელ მოთხოვნებს.