Go to top icon
ENG
ძიება:
ახალი ამბები
ანონსები
    მულტიმედია ცენტრი უწყვეტი განათლებისა და კარიერული განვითარების სამსახური ბიბლიოთეკა

    WFME

    საქართველოს განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრი პირველი ხარისხის უზრუნველყოფის სააგენტოა ევროპაში, რომელმაც სამედიცინო განათლების მსოფლიო ფედერაციის (WFME) აღიარება მოიპოვა.

    2018 წელს ცენტრმა გაიარა WFME-ის საერთაშორისო ექსპერტების შეფასება, რომლებმაც დაადასტურეს რომ საქართველოში მოქმედი უმაღლესი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის სტანდარტები, სამედიცინო პროგრამების დარგობრივი მახასიათებლები და პროცედურები შესაბამისობაშია მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციისა და სამედიცინო განათლების მსოფლიო ფედერაციის ერთობლივ მოთხოვნებთან.

    ცენტრის მიერ სამედიცინო განათლების მსოფლიო ფედერაციისგან აღიარების მოპოვება პირდაპირ უკავშირდება საქართველოში არსებული მედიცინის პროგრამების კურსდამთავრებულების მიერ მიღებული განათლების აღიარებას შეერთებულ შტატებში და მის ფარგლებს გარეთ, რაც საშუალებას მისცემს მათ დასაქმდნენ და სწავლა გააგრძელონ ნებისმიერ ქვეყანაში.

    საქართველოს განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ ფედერაციისგან მოპოვებული აკრედიტაციის განხორციელების უფლება ნიშნავს იმას, რომ ცენტრის მიერ როგორც საქართველოში, ასევე მის საზღვრებს გარეთ მოქმედი უნივერსიტეტებისთვის მინიჭებული აკრედიტაცია მთელს მსოფლიოში იქნება აღიარებული.


    განათლების ხარისხის განვითარების დამოუკიდებელი სააგენტოების ევროპულ რეესტრი

    2019 წლის 27 ივნისს განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი უმაღლესი განათლების ხარისხის განვითარების დამოუკიდებელი სააგენტოების ევროპულ რეესტრში (EQAR -The European Quality Assurance Register for Higher Education) დარეგისტრირდა.

    ცენტრის EQAR-ში რეგისტრაცია ნიშნავს, რომ საქართველოში განხორციელებული გარე ხარისხის უზრუნველყოფის მექანიზმები, პროცედურები და სტანდარტები შესაბამისობაშია ევროპის უმაღლესი განათლების სივრცეში მოქმედ ხარისხის უზრუნველყოფის სტანდარტებთან და სახელმძღვანელო პრინციპებთან (ESG-2015). ცენტრის მიერ განხორციელებული შეფასებების ანგარიშები გამოქვეყნდება EQAR-ის მიერ წარმოებულ შესაბამის მონაცემთა ბაზაში (DEQAR), რაც მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ევროპის მასშტაბით საქართველოში მოქმედი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების რეპუტაციის და ცნობადობის ამაღლებას.

    ცენტრის ENQA-ს წევრობა და EQAR-ში რეგისტრაცია საქართველოში უმაღლესი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის სისტემის განვითარების პროცესში მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯია, რადგან ეს ერთი მხრივ წარმოადგენს საქართველოსა და ევროკავშირს შორის გაფორმებული ასოცირების შესახებ შეთანხმების შესრულების ერთ-ერთ ინდიკატორს, მეორე მხრივ კი შესაბამისობაში მოდის ევროკავშირის "უმაღლესი განათლების მოდერნიზაციის დღის წესრიგსა" (Modernisation Agenda for Higher Education) და ბოლონიის პროცესთან. ამასთან, ცენტრის ENQA-სა და EQAR-ის წევრობა კიდევ უფრო ზრდის განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის სანდოობას, როგორც ადგილობრივ, ასევე საერთაშორისო დონეზე.


    უმაღლესი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის ევროპული ასოციაცია (ENQA)

    2019 წლის 25 აპრილს, უმაღლესი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის ევროპული ასოციაციის (ENQA) საბჭოს გადაწყვეტილებით, საქართველოს განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს მიენიჭა ENQA-სწევრის სტატუსი ხუთი წლის ვადით. საბჭომ დაასკვნა, რომ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი შესაბამისობაშია უმაღლესი განათლების ევროპული სივრცის ხარისხის უზრუნველყოფის სტანდარტებთან და სახელმძღვანელო პრინციპებთან (ESG 2015) და აკმაყოფილებს ENQA-ს წევრობის კრიტერიუმებს.


    კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი გაწევრიანებულია თანამშრომლობს შემდეგ ორგანიზაციებთან:

    - ერაზმუს +

    - ვიშეგრადის საერთაშორისო  ფონდი (პოლონეთი)

    - Dvv-international (გერმანია)


    ინდოეთის სამედიცინო საბჭო

    ინდოეთის სამედიცინო საბჭო არის ოფიციალური ორგანო, რომელიც ახორციელებს ინდოეთში სამედიცინო განათლების აღიარების პროცედურას. კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი 2016 წლიდან აღიარებულია ინდოეთის სამედიცინო საბჭოს მიერ, რაც ნიშნავს, რომ კურსდამთავრებულის დიპლომი აღიარებულია ინდოეთის რესპუბლიკაში.

     

    - საერთაშორისო სამედიცინო განათლებისა და კვლევის განვითარების ფონდი „FAIMER-IMED

    - AVICENNA

    - მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია

    - სამედიცინო განათლების საერთაშორისო ასოციაცია