ENG
ძიება:
ახალი ამბები
ანონსები
    მულტიმედია ცენტრი კარიერული განვითარების სამსახური კურსდამთავრებულები ბიბლიოთეკა

    კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის ელექტრონული ბიბლიოთეკა განთავსებულია ვებ - მისამართზე http://elibrary.ciu.edu.ge. ის წარმოადგენს ორენოვან (ქართული, ინგლისური) ელექტრონულ ინტერნეტ - რესურსს მხოლოდ კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის სტუდენტებისა და პროფესორ-მასწავლებლებისთვის. სისტემაში ავტორიზაცია ხდება უნივერსიტეტის ელექტრონული ფოსტის - (სახელიგვარი@ciu.edu.ge) საშუალებით.

    ელექტრონულ ბიბლიოთეკაში წიგნები კატეგორიზებულია სასწავლო პროგრამების მიხედვით. ბიბლიოთეკა შეიცავს სხვადასხვაენოვან სახელმძღვანელოებს. წიგნების განთავსება აღნიშნულ რესურსზე ხდება მხოლოდ ავტორთან შეთანხმებით. ამავე შეთანხმებით წყდება, სახელმძღვანელო იყოს მხოლოდკითხვადი“, თუ მომხმარებელს შეეძლოს მისი გადმოწერა pdf ფორმატში.

    სასურველი წიგნის ელექტრონული ვერსიის მოძებნა სტუდენტს შეუძლია როგორც კატეგორიის, ასევე ენისა და საძიებო სიტყვების (მაგ. ავტორი, სათაური, ISBN და . .) საშუალებით.

    ელექტრონული ბიბლიოთეკა ხელმისაწვდომია  როგორც უნივერსიტეტის შიდა, ასევე გარე ქსელშიც მხოლოდ რეგისტრირებული მომხმარებლებისთვის, ამდენად ის წარმოადგენს მეტად სასარგებლო რესურსს სწავლების პროცესში როგორც სტუდენტებისთვის, ასევე პროფესორ-მასწავლებლებისთვის.