Go to top icon
ENG
ძიება:
ახალი ამბები
ანონსები
    მულტიმედია ცენტრი უწყვეტი განათლებისა და კარიერული განვითარების სამსახური ბიბლიოთეკა

    წიგნის გატანა: ბიბლიოთეკით სარგებლობის მსურველი პირი ვალდებულია დარეგისტრირდეს ბიბლიოთეკის მომხმარებლად და წარადგინოს პირადობის მაიდენტიფიცირებელი დოკუმენტი;

    ბიბლიოთეკის მომხმარებელს უფლება აქვს: მიიღოს ბიბლიოთეკაში არსებული მისთვის საინტერესო წიგნები, დოკუმენტები და სხვა მასალა, თუ მოთხოვნის მომენტში არსებობს თავისუფალი ეგზემპლარი; მოითხოვოს მისთვის საჭირო მასალის ასლის გადაღება, თუ ეს პროცედურა შესაძლებელია ტექნიკურად და არ დააზიანებს დედანს. ისარგებლოს ბიბლიოთეკის ელექტრონული კატალოგითა და ლიტერატურის ელექტრონული საძიებო სისტემით; წიგნის გატანა შესაძლებელია არაუმეტეს 10 დღისა.

    წიგნის დაჯავშნა: პირადად მიაკითხეთ ბიბლიოთეკარს ან მოგვწერეთ ელფოსტაზე  - ciu.library@ciu.edu.ge

    ჯგუფური მუშაობის ოთახის დაჯავშნა: ჯგუფური მუშაობის ოთახის დაჯავშნა შეუძლიათ უნივერსიტეტის წარმომადგენლებს (აკადემიურ პერსონალს, სტუდენტებსა და თანამშრომლებს). დღის განმავლობაში ოთახით სარგებლობა შესაძლებელია მაქსიმუმ სამი საათით. ჯგუფური მუშაობის ოთახის გამოყენება შესაძლებელია წინასწარი დაჯავშნის საფუძველზე.

    პროცედურა: შეგიძლიათ ოთახი დაჯავშნოთ პირადად ადგილზე მისვლით ან შეგიძლიათ   შეავსოთ  ელექტრონული ფორმა

    ბშა - თანამშრომლობა ბიბლიოთეკათაშორისი აბონემენტით მომსახურების ფარგლებში

    კავკასიის საერთასორისო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკა თანამშრომლობს საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკასთან და ეროვნულ სამეცნიერო ბიბლიოთეკასთან, ბიბლიოთეკათაშორისი აბონემენტით მომსახურების ფარგლებში(ბშა), რაც გულისხმობს:

    • პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკისა და როვნული სამეცნიერო ბიბლიოთეკის საცავიდან წიგნადი ფონდის დროებითი სარგებლობისათვის გაცემას იმ ორგანიზაციებსა და დაწესებულებებზე, რომელთაც თავიანთ სტრუქტურაში აქვთ ბიბლიოთეკები და სამეცნიერო-საინფორმაციო განყოფილებები.
    • პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკისა და ეროვნული სამეცნიერო ბიბლიოთეკის სამკითხველო დარბაზში მკითხველთა საბიბლიოთეკო ერთეულებით უზრუნველყოფის მიზნით პარტნიორი ბიბლიოთეკებიდან წიგნის გამოწერასა და ადგილზე სარგებლობას.

     www.sciencelib.ge 

     https://www.nplg.gov.ge

    უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის ხელმისაწვდომია „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“ ვებგვერდზე (matsne.gov.ge) განთავსებული სისტემატიზებული სახით ნორმატიული აქტების გაცნობის (დათვალიერება / ჩამოტვირთვა) სარგებლობის უფლება.

    ერჯერადი კოდის ან კონკრეტული აქტის მისაღებად მოგვწერეთ ელფოსტაზე - ciu.library@ciu.edu.ge

     

    სტატისტიკის წარმოება

    ბიბლიოთეკის საინფორმაციო რესურსის გამდიდრების მიზნით, უნივერსიტეტის სტუდენტების მოთხოვნის საფუძველზე, იწარმოებს მოთხოვნადი წიგნების სტატისტიკა, რის შედეგადაც მოხდება ლიტერატურის განახლება .

    წიგნის მოთხოვნისათვის შეავსეთ ელექტრონული ფორმა

     

    ასლის გადაღება და ბეჭვდა

    ბიბლიოთეკა მკითხველს სთავაზობს, საავტორო უფლებების დაცვის ინსტუქციებისა და შენახვის მოთხოვნების შესაბამისად, სემინარისთვის საჭირო სასწავლო მასალის ასლის გადაღებისა და მასალის ამობეჭდვის სერვისს.

    ასლის გადაღებისა და მასალის ამობეჭდვის მომსახურებით სარგებლობა შესაძლებელია წინასწარ შეკვეთის საფუძველზეც, როგორც პირადად, ასევე ელექტრონულად. ამისათვის, თქვენთვის სასურველი მასალის მითითებით უნდა გააგზავნოთ შეკვეთა მისამართზე - ciu.library@ciu.edu.ge

     

    რიდერის დამზადება

    რიდერი – სასწავლო კურსისთვის სავალდებულო სამეცნიერო ლიტერატურის კრებულს წარმოადგენს, რომელიც არის ყველაზე სწრაფი და მოხერხებული საშუალება სასწავლო კურსისთვის სავალდებულო ლიტერატურის ბიბლიოთეკაში ხელმისაწვდომობის უზრუნველსაყოფად.

    რიდერის შესაკვეთათ გთხოვთ, შეავსოთ ელექტრონული ფორმა

     

    საორიენტაციო და საკონსულტაციო შეხვედრების დღე  

    ოთხშაბათი 16:00 - 18:00 საათამდე