მემორანდუმი საქართველოს სამოქ. თავდაცვის ლიგასთან და დაჯილდოება
30 აპრილს კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტსა და „საქართველოს სამოქალაქო თავდაცვის ლიგას“ შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.
აღნიშნული თანამშრომლობა მიზნად ისახავს კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის სოციალურ და ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამების ფარგლებში პრაქტიკული კომპონენტის განხორციელებასა და სტუდენტებისთვის პროფესიული უნარ-ჩვევების განვითარებას.
დოკუმენტს ხელი კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის რექტორმა კახაბერ კორძაიამ და „საქართველოს სამოქალაქო თავდაცვის ლიგის“ თავმჯდომარემ სიმონ კოპაძემ მოაწერეს.
ღონისძიების ფარგლებში კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის სტუდენტებს სასწავლო-პრაქტიკული კურსის - „სამოქალაქო თავდაცვის საფუძვლები“ - გავლის დამადასტურებელი სერტიფიკატები გადაეცათ. აღნიშნული კურსი „საქართველოს სამოქალაქო თავდაცვის ლიგისა“ და „საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის (სდსს) ვეტერანთა კავშირის“ მიერ ერთობლივად განხორციელდა.
სტუდენტებს შესაბამისი სერტიფიკატები „საქართველოს სამოქალაქო თავდაცვის ლიგის“ თავმჯდომარემ სიმონ კოპაძემ და სდსს ვეტერანთა კავშირის აღმასრულებელმა მდივანმა ზაალ სარაჯიშვილმა გადასცეს.
დღის ფარგლებში, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტს „სამოქალაქო თავდაცვის ლიგის“ ასოცირებული წევრის დამადასტურებელი სიგელი გადაეცა, ხოლო კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობებისა და საერთაშორისო უსაფრთხოების / გლობალური პოლიტიკისა და უსაფრთხოების კვლევების სამაგისტრო პროგრამების ხელმძღვანელს, პროფესორ ვახტანგ მაისაიას, „საქართველოს საერთაშორისო ურთიერთობებისა და პოლიტიკის მეცნიერების აკადემიის“ მიერ „საპატიო წევრის“ დამადასტურებელი სერტიფიკატი გადაეცა.
აღსანიშნავია, რომ კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი პირველი ქართული უმაღლესი სასწავლებელია, რომელმაც სამაგისტრო პროგრამის ფარგლებში „სამოქალაქო თავდაცვის სწავლების კურსი“ და შესაბამისი პრაქტიკუმი დანერგა.
სხვა სიახლეები
დეკემბერი 02, 2025
12:45 PM
ABEM / CIU მე-10 საერთაშორისო კონფერენცია
კანადის ბიზნესისა და აღმავალი ბაზრების აკადემია (ABEM) და კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი (საქართველო) აცხადებენ სამეცნიერო ნაშრომების, თეზისებისა და შემთხვევის ანალიზის (cases studies) მიღებას თემაზე: „ინოვაციების, ტექნოლოგიებისა და მდგრადობის გზით აღმავალი ბაზრების პოტენციალის წარმოჩენა“.
დეკემბერი 01, 2025
12:45 PM
საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია და გამოცემა
„კლიმატგონივრული რეპორტინგი და კომუნიკაცია“ სამხრეთ კავკასიაში პირველი აკადემიური და ანალიტიკური პლატფორმაა. 9-12 დეკემბერს დაგეგმილი ღონისძიება პრეზენტაციებს, კვლევით ნაშრომებსა და დარგობრივი ექსპერტების მონაწილეობით გამართულ პრაქტიკულ განხილვებს აერთიანებს.
ნოემბერი 26, 2025
11:30 AM
Erasmus+ გაცვლითი პროგრამა ველიკო ტარნოვოს უნივერსიტეტში (ველიკო ტარნოვო, ბულგარეთი)
2025-2026 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრისთვის კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი აცხადებს მიღებას Erasmus+ სემესტრულ გაცვლით პროგრამაზე პარტნიორ ველიკო ტარნოვოს უნივერსიტეტში.





























