მევენახეობა-მეღვინეობის სამაგისტრო პროგრამის სტუდენტი Erasmus+ გაცვლითი პროგრამით საფრანგეთში

CIU-ს ქართული მევენახეობა-მეღვინეობის სამაგისტრო პროგრამის სტუდენტი, ლიზიკო ღვინიაშვილი, Erasmus+ გაცვლითი პროგრამით საფრანგეთში, აგრო მონპელიეს ინსტიტუტში (Institut Agro Montpellier) ისწავლის.სასწავლო კურსი, რომელიც 27 აპრილიდან 30 ივნისამდე გაგრძელდება, საკმაოდ დატვირთული და მრავალფეროვანია. ის ორ ძირითად ნაწილს აერთიანებს:
აკადემიური ცოდნა: სტუდენტი ჩაერთვება პრესტიჟული Vinifera-ს სამაგისტრო პროგრამის სასწავლო პროცესში;
პრაქტიკული გამოცდილება: თეორიულ ცოდნასთან ერთად, ლიზიკო პრაქტიკულ საქმიანობას უშუალოდ Institut Agro Montpellier-ის კამპუსზე მდებარე ამპელოგრაფიულ საკოლექციო ვენახში გაივლის.
აღნიშნული პროგრამა ქართველი სტუდენტებისთვის მნიშვნელოვანი შესაძლებლობაა, გაეცნონ მეღვინეობის ევროპულ სტანდარტებს და მიღებული გამოცდილება საქართველოში დარგის განვითარებას მოახმარონ.
სხვა სიახლეები
აპრილი 29, 2026
08:00 AM
ვიზასთან დაკავშირებულ საკითხებზე Zoom შეხვედრა სტუდენტებთან
იმ პირთა საყურადღებოდ, ვისაც გადახდილი აქვს სწავლის საფასური, მაგრამ, ირანში არსებული მდგომარეობის გამო, ვერ ახერხებს ირანში მდებარე საქართველოს საელჩოში ჩასვლას და სავიზო მხარდაჭერის მიღებას...
აპრილი 28, 2026
02:00 PM
საინფორმაციო შეხვედრა - „ჰორიზონტი ევროპა“ საქართველოს ოფისი
კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში პროგრამა „ჰორიზონტი ევროპას“ საქართველოს ეროვნული ოფისის საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა. ღონისძიება მიზნად ისახავდა აკადემიური პერსონალისთვის ევროპული საგრანტო შესაძლებლობებისა და კვლევითი პროექტების დაფინანსების მექანიზმების გაცნობას.
აპრილი 28, 2026
02:00 PM
CIU-ს მასტერკლასები პედაგოგებისთვის
კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის რექტორის მრჩეველმა, ასოცირებულმა პროფესორმა გიორგი ფარეშიშვილმა და CIU-ს სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის ხელმძღვანელმა დავით გვეტაძემ ზუგდიდში, ბათუმსა და ქობულეთში კერძო და საჯაროს სკოლების პედაგოგებისთვის მასტერკლასები გამართეს.