კსუ-ში, საერთაშორისო სამართლის კვლევითი ლაბორატორიის მიერ გამოცემული კრებულების პრეზენტაცია გაიმართა
კსუ-ს საკონფერენციო დარბაზში, უნივერსიტეტის საერთაშორისო სამართლის კვლევითი ლაბორატორიის მიერ მიმდინარე წლის სექტემბერში საერთაშორისო, საჯარო, კერძო და სისხლის სამართალში გამოცემული 4 კრებულის პრეზენტაცია გაიმართა.
ღონისძიება, კსუ-ს სამეცნიერო კვლევების დეპარტამენტის უფროსმა - სესილი გოგიბერიძემ გახსნა. მან მისასალმებელ სიტყვაში, საუნივერსიტეტო მასშტაბით სამეცნიერო კვლევების მნიშვნელობაზე ისაუბრა და ამ კუთხით, უნივერსიტეტის მიღწევებზე გაამახვილა ყურადღება.
სესილი გოგიბერიძემ, შიდა საუნივერსიტეტო გრანტებთან ერთად, როგორც ქვეყნის მასშტაბით, ასევე მის ფარგლებს გარეთ არსებულ სამეცნიერო-კვლევით ფონდებზეც ისაუბრა, სადაც კსუ-ს სტუდენტები და პროფესორ-მასწავლებლები კონკრეტული პროექტებით იღებენ მონაწილეობას. სამეცნიერო კვლევების დეპარტამენტის უფროსმა შეკრებილ საზოგადოებას კსუ-ს ყოველწლიური საერთაშორისო კონფერენციის შესახებაც მიაწოდა ინფორმაცია, რომელში მონაწილეობაც სამივე საფეხურის სტუდენტებს შეუძლიათ.
პრეზენტაციაზე სიტყვით წარსდგა, საერთაშორისო სამართლის კვლევითი ლაბორატორიის ხელმძღვანელი - მარიამ ჯიქია. მან შეკრებილ აუდიტორიას, ლაბორატორიის 2017 წლის მოკლე ანგარიში წარუდგინა და ორი კვლევითი პროექტის შესახებ ესაუბრა:
- საქართველოს მიერ ევროკავშირთან ასოცირების შესახებ შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებულებები და მათი მნიშვნელობა;
- ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს თავისებურებანი საქართველოსა და საზღვარგარეთის ქვეყნებში.
საერთაშორისო სამართლის კვლევითი ლაბორატორიის ხელმძღვანელმა თავის გამოსვლაში, განსაკუთრებული ყურადღება მიმდინარე წლის სექტემბრის თვეში, საერთაშორისო, საჯარო, კერძო და სისხლის სამართალში გამოცემულ 4 კრებულზე გაამახვილა, სადაც კსუ-ს სამართლის ფაკულტეტის სტუდენტებთან ერთად, საქართველოს სხვადასხვა უმაღლესი სასწავლო დაწესებულების სამართლის სკოლის სკოლის, სამივე საფეხურის სტუდენტთა ნაშრომები გამოქვეყნდა. აღსანიშნავია, რომ ლაბორატორია ყოველწლიურად გამოსცემს ასევე სტუდენტთა სამეცნიერო ნაშრომების კრებულს - „სამართლის აქტუალური საკითხები“.
პრეზენტაციაზე სიტყვით წარსდგნენ კსუ-ს სამართლის ფაკულტეტის დეკანი - ვლადიმერ მაჭარაშვილი და საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის უფროსის მოადგილე უცხოელ სტუდენტთა რეკრუტირებისა და მომსახურების მიმართულებით - თამარ ნადირაშვილი.
გამომსვლელებმა კრებულის ავტორებს მიღწეული წარმატება მიულოცეს და იმედი გამოთქვეს, რომ ისინი მომავალშიც გააგრძელებენ თანამშრომლობას, როგორც ლაბორატორიასთან, ასევე ზოგადად - უნივერსიტეტთან.
პრეზენტაციის დასკვნით ნაწილში, კრებულის ავტორებმა მიღებულ გამოცდილებაზე გაამახვილეს ყურადღება და თითოეულ პირს, რომელმაც პროექტის განხორციელებაში მიიღო მონაწილეობა, მხარდაჭერისათვის განსაკუთრებული მადლობა გადაუხადეს.
დაინტერესებულ პირებს კი გაცნობებთ, რომ ლაბორატორიის გამოცემების ელექტრონული ვერსიების ნახვა შესაძლებელია კსუ-ს ოფიციალურ ვებ-გვერდზე. ინფორმაციის მისაღებად, გთხოვთ გადახვიდეთ მითითებულ ბმულზე: https://goo.gl/71A67U
სხვა სიახლეები
ოქტომბერი 02, 2026
09:00 AM
სალომე ლიპარტელიანის დისერტაციის საჯარო დაცვა
2026 წლის 12 ოქტომბერს, 15:00 საათზე, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის ნიკო ნიკოლაძის სახელობის საკონფერენციო დარბაზში (305 აუდიტორია) შედგება, ბიზნესის ადმინისტრირების სადოქტორო საგანმანათლებლო პროგრამის დოქტორანტ სალომე ლიპარტელიანის დისერტაციის საჯარო დაცვა, თემაზე: „რეგულირების გავლენა საქართველოს სადაზღვევო სექტორის ფინანსური ზრდის პერსპექტივაზე“.
ოქტომბერი 02, 2026
08:00 AM
კონკურსის შედეგები
ეკატერინე ყიფიანი - ასოცირებული პროფესორის აკადემიური თანამდებობა; მარია ვისოლოვსკა - ასისტენტ პროფესორის აკადემიური თანამდებობა.
ოქტომბერი 01, 2026
08:00 AM
შეხვედრა თემაზე: „შენი პროფესიული ბრენდი - როგორ შეგამჩნიონ და აგარჩიონ?“
კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის უწყვეტი განათლებისა და კარიერული განვითარების სამსახურისა და ბიზნესისა და ტექნოლოგიების ფაკულტეტის ერთობლივი ორგანიზებით გაიმართა საჯარო შეხვედრა თემაზე: „შენი პროფესიული ბრენდი - როგორ შეგამჩნიონ და აგარჩიონ?“








