კონფერენცია: „წიგნი, მწიგნობრობა და ბიბლიოთეკა ციფრულ ეპოქაში“
24-25 დეკემბერს, თბილისის საკრებულოსა და დედაქალაქის მერიის მხარდაჭერით, ასევე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის ინიციატივით, ორდღიანი სამეცნიერო კონფერენცია - „წიგნი, მწიგნობრობა და ბიბლიოთეკა ციფრულ ეპოქაში“ - გაიმართა.
ღონსძიება ქართული მწიგნობრობის ისტორიასა და თანამედროვე გამოწვევებს მიეძღვნა. იგი სიმბოლურად დაუკავშირდა ქართული კულტურის თვალსაჩინო მოღვაწეების - ანთიმოზ ივერიელის დაბადებიდან 375 წლის და დავით გურამიშვილის დაბადებიდან 320 წლის იუბილეს.
კონფერენცია თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა, აკადემიკოსმა ჯაბა სამუშიამ გახსნა. მონაწილეებს სიტყვით მიმართეს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონიამ და თბილისის საკრებულოს თავჯდმარის მოადგილე თინათინ ნიბლოშვილმა.
კონფერენციის ფარგლებში წარმოდგენილი იყო დავით გურამიშვილის „დავითიანის“ უნიკალური ეგზემპლარი, რომლის თითოეული ფურცელი სიმბოლურად თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის კურსდამთავრებულებმა, საკრებულოს წევრებმა და საზოგადოების ცნობილმა წარმომადგენლებმა საკუთარი ხელით გადაწერეს.
კონფერენციის პირველი დღე დაეთმო მოხსენებებს ქართული მწიგნობრობის, წიგნისა და ბეჭდვითი საქმის ისტორიის შესახებ. განხილული იყო ბეჭდვითი საქმის განვითარება და გავლენა ქვეყნის კულტურასა და სოციალურ მდგომარეობაზე.
კონფერენციიის მეორე დღე დაეთმო პანელურ დისკუსიებსა და პრაქტიკულ ნაწილს. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის რესტავრატორებმა გამართეს საჩვენებელი სამუშაოები, სადაც დამსწრე საზოგადოებას უძველეს გამოცემათა კონსერვაცია-რესტავრაციის სპეციფიკა გააცნეს.
კონფერენციაში მონაწილეობდა კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის ხელმძღვანელი თამარ ქავთარაძე, რომელმაც წარადგინა მოხსენება თემაზე: „წიგნის კულტურის ტრანსფორმაცია საქართველოში: XIX საუკუნის ეროვნული მისიიდან ციფრულ ინდივიდუალიზმამდე“. წაკითხული მოხსენებები სამეცნიერო კრებულის სახით გამოიცემა.
სამეცნიერო კონფერენციის დასკვნითი ღონისძიება თბილისის საკრებულოში გაიმართა. ღონისძიება თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ, ზურაბ აბაშიძემ შეაჯამა და კონფერენციის მომხსენებლებს შესაბამისი სერტიფიკატები გადასცა. აღსანიშნავია, რომ წარმოდგენილი ნაშრომები სამეცნიერო კრებულის სახით გამოიცემა.
სხვა სიახლეები
ოქტომბერი 02, 2026
09:00 AM
სალომე ლიპარტელიანის დისერტაციის საჯარო დაცვა
2026 წლის 12 ოქტომბერს, 15:00 საათზე, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის ნიკო ნიკოლაძის სახელობის საკონფერენციო დარბაზში (305 აუდიტორია) შედგება, ბიზნესის ადმინისტრირების სადოქტორო საგანმანათლებლო პროგრამის დოქტორანტ სალომე ლიპარტელიანის დისერტაციის საჯარო დაცვა, თემაზე: „რეგულირების გავლენა საქართველოს სადაზღვევო სექტორის ფინანსური ზრდის პერსპექტივაზე“.
ოქტომბერი 02, 2026
08:00 AM
კონკურსის შედეგები
ეკატერინე ყიფიანი - ასოცირებული პროფესორის აკადემიური თანამდებობა; მარია ვისოლოვსკა - ასისტენტ პროფესორის აკადემიური თანამდებობა.
ოქტომბერი 01, 2026
08:00 AM
შეხვედრა თემაზე: „შენი პროფესიული ბრენდი - როგორ შეგამჩნიონ და აგარჩიონ?“
კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის უწყვეტი განათლებისა და კარიერული განვითარების სამსახურისა და ბიზნესისა და ტექნოლოგიების ფაკულტეტის ერთობლივი ორგანიზებით გაიმართა საჯარო შეხვედრა თემაზე: „შენი პროფესიული ბრენდი - როგორ შეგამჩნიონ და აგარჩიონ?“







