• dateთებერვალი 19, 2026
    time08:00 AM

    კონკურსი სტუდენტებისთვის: „შენი ხმა, შენი იდეა“

    banner

    19 თებერვალს, პლაგიატის პრევენციის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკა და დოქტორანტურის სამსახური აცხადებენ კრეატიულ კონკურსს მათთვის, ვისაც სჯერა, რომ ორიგინალურობა ყველაზე დიდი ღირებულებაა!

    აკადემიური პატიოსნება არ არის მხოლოდ წესების დაცვა - ეს არის საკუთარი ინდივიდუალობის შენარჩუნება.

    კონკურსის ფარგლებში გამოხატე შენი ხედვა პლაგიატის წინააღმდეგ და აკადემიური კეთილსინდისიერების მხარდასაჭერად შემდეგ ფორმატში:

    • სლოგანი;
    • მოკლე ბლოგი ან მანიფესტი;
    • ციფრული არტი;
    • მოკლე ვიდეო (Reels);
    • ანიმაცია.

    კონკურსის შედეგად გამოვლინდება 3 გამარჯვებული, რომელსაც სპეციალური ჟიური გამოავლენს. 18 მარტს გაიმართება ტრენინგი „კეთილსინდისიერების პრინციპები და ხელოვნური ინტელექტის გამოყენებასთან დაკავშირებული გამოწვევები კვლევაში“, შეხვედრის დასასრულს კი კონკურსის გამარჯვებულები დაჯილდოვდებიან სერტიფიკატებითა და პრიზებით, ხოლო წარმოდგენილი საუკეთესო ნამუშევრები გამოყენებული იქნება უნივერსიტეტში აკადემიური კეთილსინდისიერების პოპულარიზაციის მიზნით.

    კონკურსში მონაწილეობისთვის, გთხოვთ, თქვენი ნაშრომი გადმოაგზავნოთ შემდეგ ელფოსტაზე: ciu.library@ciu.edu.ge

    ელფოსტის თემაში მიუთითეთ: „კონკურსი - შენი ხმა, შენი იდეა“

    ნაშრომთან ერთად მოგვწერეთ თქვენი მონაცემები: სახელი / გვარი / ფაკულტეტი / პროგრამა / საკონტაქტო ნომერი / ელფოსტა.

    ნაშრომების გადმოგზავნა შესაძლებელია 10 მარტის ჩათვლით.

    მთავარი წესი: იყავი ორიგინალური!

    სხვა სიახლეები