• dateთებერვალი 18, 2016
    time08:00 AM

    განათლების საერთაშორისო გამოფენა 2016

    banner

    18-19 თებერვალს საგამოფენო ცენტრ ,,ექსპო ჯორჯიაში“ განათლების საერთაშორისო გამოფენა 2016 ჩატარდა.

    გამოფენაში 100–ზე მეტი მონაწილე უნივერსიტეტი და 16-მდე საერთაშორისო საგანმანათლებლო ცენტრი იყო წარმოდგენილი.

    კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის სტენდთან დამთვალიერებლებს საშუალება ჰქონდათ ამომწურავი ინფორმაცია მიეღოთ არსებული საბაკალავრო, სამაგისტრო, სადოქტორო პროგრამების, სტიპენდიებისა და გაცვლითი პროგრამების შესახებ.

    გამოფენა  19 თებერვალს 19:00 საათზე ელექტრონული მუსიკის კონცერტითა და გრანდიოზული ფეიერვერკით დაიხურა. 

    სხვა სიახლეები