ინფორმაცია საქართველოს ეროვნული პრემიისა და შოთა რუსთაველის პრემიის შესახებ

გაცნობებთ, რომ საქართველოს პრეზიდენტის განკარგულებით შექმნილმა კომისიებმა 2021 წლის 1-ლი ოქტომბრიდან გამოაცხადა კონკურსები:
ა) საქართველოს ეროვნული პრემიის მოსაპოვებლად;
ბ) შოთა რუსთაველის სახელობის პრემიის მოსაპოვებლად.
საქართველოს ეროვნული პრემია მიენიჭება პირს საბუნებისმეტყველო, ჰუმანიტარული, სოციალური, პოლიტიკური, ეკონომიკური, იურიდიული, სამედიცინო, სიცოცხლის შემსწავლელი ან საინჟინრო მეცნიერების დარგში მაღალ მეცნიერულ დონეზე შესრულებული ნაშრომისათვის, რომელმაც საყოველთაო აღიარება მოიპოვა და განსაკუთრებული წვლილი შეიტანა არა მარტო ქართული მეცნიერების, არამედ მსოფლიოს სულიერ, სოციალურ და ეკონომიკურ განვითარებაში.
შოთა რუსთაველის სახელობის პრემია ენიჭება პირს ლიტერატურის, მუსიკის, კინოხელოვნების, თეატრალური ხელოვნების, სახვითი ხელოვნების ან არქიტექტურის დარგში შექმნილი უმნიშვნელოვანესი ნაწარმოებისათვის, რომლის მხატვრულმა ღირსებებმა საერთო ეროვნული აღიარება მოიპოვა და განმსჭვალულია პატრიოტიზმის, თავისუფლებისა და ჰუმანიზმის ზოგადსაკაცობრიო იდეალებით.
შესაბამისი პრემიის მოსაპოვებლად საკონკურსო განაცხადები და ნაშრომები მიიღება ელექტრონულად 2021 წლის პირველი ოქტომბრიდან - 29 ოქტომბრის ჩათვლით, ელექტრონულ მისამართზე: info@president.gov.ge, ხოლო ის ნაშრომი, რომელიც თავისი მოცულობის, ან სპეციფიკის გათვალისწინებით შეუძლებელია წარმოდგენილი იქნეს ელექტრონული ფორმით, მიიღება მატერიალურად ელექტრონული განაცხადის გადმოგზავნის შემდგომ საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში ქ. თბილისი, ათონელის ქ. N25, საფოსტო ინდექსი - 0114.
გამოცხადებული კონკურსების პირობების თაობაზე დეტალური ინფორმაცია იხილეთ თანდართულ დოკუმენტებში.
სხვა სიახლეები
ივნისი 16, 2026
01:00 PM
სამეცნიერო-საგანმანათლებლო შეხვედრა მედიცინის ფაკულტეტზე
12 ივნისს კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში სტომატოლოგიის მიმართულების ხელმძღვანელის, პროფესორ ლელა წიტაიშვილის ორგანიზებით და ხელმძღვანელობით ჩატარდა სამეცნიერო-საგანმანათლებლო შეხვედრა თემაზე: „სტომატოლოგიისა და მედიცინის ინტერდისციპლინური თანამშრომლობა - კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის (CIU) მოდელი საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სფეროში პროფესიული კომპეტენციების განვითარებისათვის“.
ივნისი 16, 2026
09:00 AM
CIU-ში GMT Student Lab-ის პრეზენტაცია გაიმართა
კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის უწყვეტი განათლებისა და კარიერული განვითარების სამსახურისა და ბიზნესისა და ტექნოლოგიების ფაკულტეტის ორგანიზებით პროექტ „GMT Student Lab“- ის პრეზენტაცია გაიმართა.
ივნისი 15, 2026
03:00 PM
საერთაშორისო საგანმანათლებლო პროექტის პრეზენტაცია
11 ივნისს კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში საერთაშორისო საგანმანათლებლო პროექტის „პოლონელთა კვალდაკვალ თბილისში“ (Following the Footsteps of Poles in Tbilisi - a City Game) პრეზენტაცია მოეწყო.