ERIC-GE პროექტის პირველი სამუშაო შეხვედრა ეროვნულ დონეზე

მიმდინარე წლის 23 დეკემბერს გაიმართა ევროკავშირის კონკურსის - ERASMUS+ CBHE (Capacity Building in Higher Education) გამარჯვებული პროექტის ERIC-GE პირველი სამუშაო შეხვედრა ეროვნულ დონეზე.
პროექტით გათვალისწინებული აქტივობები კონსორციუმში ჩართულ ხუთ ქართულ უნივერსიტეტს შესაძლებლობას მისცემს გააუმჯობესონ კვლევითი საქმიანობის შეფასების მექანიზმები და შეუსაბამონ ისინი ევროკავშირის სტანდარტებს. პროექტის ერთ-ერთ ძირითად მიზანს წარმოადგენს მეცნიერმზომელობის (Scientometrics) კურსის დანერგვა, რომლის შედეგადაც დაგეგმილია მაგისტრანტთა და დოქტორანტთა კვლევითი შესაძლებლობების გაძლიერება, ასევე აკადემიური პერსონალის შესაძლებლობების გაძლიერება და სწავლების პრაქტიკების განვითარება.
შეხვედრას უძღვებოდა ინსტიტუტი ტექინფორმი, ხოლო მასში კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტთან ერთად მონაწილეობდნენ კონსორციუმის წევრი ქართული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებები. შეხვედრის ფარგლებში კონსორციუმის წევრი უსდ-მა გაცნობითი პრეზენტაციები გააკეთეს და ასევე ჩამოაყალიბეს მათი მოლოდინები პროექტთან დაკავშირებით. ასევე, შეხვედრის ფარგლებში უნივერსიტეტებმა იმსჯელეს პროექტის ფარგლებში უახლოეს მომავალში დაგეგმილ აქტივობებზე და მუშაობის პრინციპებზე.
ERIC-GE-ს პირველ ეროვნულ შეხვედრაზე კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტს წარმოადგენდა რექტორი, კახაბერ კორძაია, საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის უფროსი, სვეტლანა კირაკოსიანი და სამეცნიერო კვლევების დეპარტამენტის უფროსის მოადგილე, შორენა ქურდაძე.
შეგახსენებთ, რომ კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი არის ევროკავშირის 2025 წლის ERASMUS+ CBHE კონკურსის გამარჯვებული და შემდეგი ორი წლის განმავლობაში, ბენეფიციარის სტატუსით, მონაწილეობს პროექტში -
„საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში კვლევისა და ინოვაციების შესაძლებლობების გაძლიერება“ (ERIC-GE).
აღნიშნული პროექტი მნიშვნელოვანი ნაბიჯია საქართველოს უმაღლესი საგანმანათლებლო სივრცეში კვლევისა და ინოვაციების სისტემური განვითარების მიმართულებით. კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი აქტიურად მონაწილეობს Erasmus+ პროექტებში, რაც ხელს უწყობს უნივერსიტეტებს შორის თანამშრომლობის გაღრმავებას, ევროპული საუკეთესო პრაქტიკის გაზიარებას და კვლევითი პოტენციალის გაძლიერებას.
სხვა სიახლეები
ივლისი 31, 2026
02:00 PM
ეკატერინე ფიფიას სადისერტაციო ნაშრომის დაცვა
29 ივლისს, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის სამართლის სადოქტორო საგანმანათლებლო პროგრამის დოქტორანტის ეკატერინე ფიფიას სადისერტაციო ნაშრომის საჯარო დაცვა გაიმართა თემაზე: „პარტნიორის მიერ შპს-ის წილის მიღება და წილთან დაკავშირებული უფლებამოსილება“.
ივლისი 31, 2026
01:00 PM
CIU-ს წარმომადგენლები ლა რიოხას უნივერსიტეტში გამართულ საერთაშორისო Staff Week-ზე
13–17 ივლისს კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტისა და მევენახეობა-მეღვინეობის ფაკულტეტის წარმომადგენლები ესპანეთში, ლა რიოხას უნივერსიტეტში (Universidad de La Rioja) გამართულ International Staff Week-ზე მონაწილეობდნენ.
ივლისი 31, 2026
12:00 PM
სამაგისტრო პროგრამებზე მიღება
კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი 2026-2027 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრისთვის იწყებს სამაგისტრო პროგრამებზე მიღებას.