„პირველი დახმარება სასწავლო დაწესებულებებისთვის“ - სასწავლო კურსი თბილისის 150-ე საჯარო სკოლაში
24 იანვარს, კსუ-ს უწყვეტი განათლების სამსახურისა და კლინიკური უნარ-ჩვევების ცენტრის მიერ, თბილისის 150-ე საჯარო სკოლაში, მოსწავლეების, პედაგოგებისა და ადმინისტრაციული პერსონალისთვის განკუთვნილი სასწავლო კურსი - „პირველი დახმარება სასწავლო დაწესებულებებისთვის“ - ჩატარდა.
კურსის მსვლელობისას, ყურადღება გამახვილდა ისეთ საკითხებზე, როგორიცაა: პაციენტის შეფასება, გულის გაჩერება, სასუნთქი გზების ობსტრუქცია, ასევე ისეთ გადაუდებელ მდგომარეობებზე, როგორიცაა გულის წასვლა, ალერგია და კრუნჩხვა.
აღსანიშნავია, რომ სასწავლო კურსი, როგორც თეორიულ, ასევე პრაქტიკულ მეცადინეობებს მოიცავდა.





