გამოცდების ფორმატი და შეფასების კრიტერიუმები სამაგისტრო პროგრამებზე ჩარიცხვის მსურველთათვის
კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის სამაგისტრო პროგრამებზე ჩარიცხვის მსურველთათვის ინგლისური ენის დონის დასადგენი ტესტირება კსუ-ს ენების ცენტრში 21 სექტემბერს, 17:00 საათზე, უნივერსიტეტის მე-5 სართულზე, 504-ე აუდიტორიაში ჩატარდება.
გამოცდა სპეციალობაში ტარდება 23 სექტემბერს, 15 საათზე, უნივერსიტეტის მე-5 სართულზე, 504-ე აუდიტორიაში შემდეგ სამაგისტრო პროგრამებზე:
- სამართლის სამაგისტრო პროგრამა;
- საერთაშორისო მარკეტინგის სამაგისტრო პროგრამა.
გამოცდა სპეციალობაში ტარდება 23 სექტემბერს, 17 საათზე, უნივერსიტეტის მე-5 სართულზე, 504-ე აუდიტორიაში შემდეგ სამაგისტრო პროგრამებზე:
- საერთაშორისო ურთიერთობებისა და საერთაშორისო უსაფრთხოების სამაგისტრო პროგრამა;
- საერთაშორისო ბიზნესის მენეჯმენტის სამაგისტრო პროგრამა;
- ქართული მევენახეობა-მეღვინეობის სამაგისტრო პროგრამა.
გამოცდების ფორმატი და შეფასების კრიტერიუმები:
- საერთაშორისო ურთიერთობებისა და საერთაშორისო უსაფრთხოების სამაგისტრო პროგრამაზე ჩასარიცხად სპეციალობაში ჩატარდება წერილობითი გამოცდა.
შეფასების კრიტერიუმებია:
- 15 ღია ტიპის კითხვა - სულ 15 ქულა;
- 5 დახურული ტიპის კითხვა - სულ 5 ქულა.
სამაგისტრო პროგრამაზე სწავლის გაგრძელების მსურველებმა ბარიერის გადასალახად უნდა მიიღონ მინიმუმ 8 ქულა.
- შიდა გამოცდისთვის წარმოდგენილი 4 ესედან უნდა ამოირჩიოთ ერთი და შეადგინოთ არგუმენტირებული ტექსტი არანაკლებ ერთი გვერდისა; მაქსიმალური შეფასება - 10 ქულა, მინიმალური - 5 ქულა.
მაქსიმალური შეფასება არის 30 ქულა.
გამოცდა ჩაბარებულად ჩაითვლება ღია და დახურული ტიპის კითხვებში მინიმალური 8 ქულისა და არგუმენტირებულ ესეში მინიმალური 5 ქულის მიღების შემთხვევაში.
- ქართული მევენახეობა-მეღვინეობის სამაგისტრო პროგრამაზე გამოცდა სპეციალობაში ჩატარდება წერილობით.
შეფასების კრიტერიუმებია:
- 20 ღია ტიპის კითხვა- სულ 20 ქულა;
- 10 დახურული ტიპის კითხვა - სულ 10 ქულა.
მაქსიმალური შეფასება არის 30 ქულა.
გამოცდა ჩაბარებულად ჩაითვლება ღია და დახურული ტიპის კითხვებში მინიმალური 16 ქულის მიღების შემთხვევაში.
- საერთაშორისო ბიზნესის მენეჯმენტის სამაგისტრო პროგრამაზე გამოცდა სპეციალობაში ჩატარდება წერილობით. საგამოცდო ბილეთში იქნება სამი საკითხი;
თითოეული საკითხის მაქსიმალური შეფასებაა 10 ქულა.
გამოცდა ჩაბარებულად ითვლება თუ კანდიდატი დააგროვებს არანაკლებ 11 ქულას.
- საერთაშორისო მარკეტინგის სამაგისტრო პროგრამაზე გამოცდა სპეციალობაში ჩატარდება წერილობით. საგამოცდო ბილეთში იქნება სამი საკითხი;
თითოეული საკითხის მაქსიმალური შეფასებაა 10 ქულა.
გამოცდა ჩაბარებულად ითვლება თუ კანდიდატი დააგროვებს არანაკლებ 11 ქულას.
- სამართლის სამაგისტრო პროგრამაზე გამოცდა სპეციალობაში ჩატარდება წერილობით. გამოცდაზე წარმოდგენილი იქნება 3 საკითხი, სტუდენტისათვის სასურველი სპეციალობიდან.
თითოეული საკითხი შეფასდება 10 ქულით.
სხვა სიახლეები
დეკემბერი 16, 2025
01:00 PM
CIU “Horizon Europe”-ის გამარჯვებული პროექტის კონსორციუმის შეხვედრაზე ბრიუსელში
ბრიუსელმა პროექტის - „EIT-BEST: EIT Training, Networking and Best Practices Initiative“ - კონსორციუმის წევრების პირველ ოფიციალურ შეხვედრას უმასპინძლა. 9-10 დეკემბერს გამართულ სამუშაო პროცესში, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის სახელით, სამეცნიერო კვლევების დეპარტამენტის უფროსი, სესილი გოგიბერიძე მონაწილეობდა. შეხვედრის ფარგლებში დეტალურად განიხილეს პროექტის ხუთი სამუშაო პაკეტი და ჩამოყალიბდა უახლოესი თვეების სამოქმედო სტრატეგია.
დეკემბერი 16, 2025
11:00 AM
თინათინ ჭიკაიძის საჯარო დაცვა
2025 წლის 24 დეკემბერს, 15:00 საათზე, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის ნიკო ნიკოლაძის სახელობის საკონფერენციო დარბაზში (305-ე აუდიტორია) შედგება პოლიტიკის მეცნიერების სადოქტორო პროგრამის დოქტორანტ თინათინ ჭიკაიძის საჯარო დაცვა თემაზე: კორუფცია და მისი გავლენა პოლიტიკური სისტემის ფუნქციონირებაზე.
დეკემბერი 12, 2025
01:00 PM
კონფერენცია: „ბიბლოთეკა 4.0: ცოდნის საცავები AI ეპოქაში“
9 დეკემბერს, ქალაქ თბილისში, სასტუმრო რუმსში, ჩატარდა ყოველწლიური კონფერენცია: „ბიბლოთეკა 4.0: ცოდნის საცავები AI ეპოქაში“, რომელიც უმაღლესი და პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებებისა და კვლევითი ცენტრებისთვის იყო განკუთვნილი.