ღია მეცნიერებასთან დაკავშირებული ღონისძიება
საქართველოს სამეცნიერო–საგანმანათლებლო კომპიუტერული ქსელების ასოციაცია „გრენა” ევროკომისიის „NI4OS-Europe“ პროექტის ფარგლებში ა.წ. 14 აპრილს ჩაატარა ღია მეცნიერებასთან დაკავშირებული საკითხების გაზიარების ღონისძიება. შეხვედრა ჩატარდა ონლაინ რეჟიმში ZOOM პლატფორმის გამოყენებით.
შეხვედრის მიზანი იყო სამეცნიერო–საგანმანათლებლო საზოგადოებისთვის ევროპის ღია მეცნიერების ღრუბლის EOSC ინიციატივის და ამ მიმართულებით საქართველოში მდგომარეობის შესახებ ინფორმაციის მიწოდება. აგრეთვე, EOSC-თან დაკავშირებული „NI4OS- Europe“-ის პროექტის პრეზენტაცია.
ღია მეცნიერებასთან დაკავშირებული საკითხების გაზიარების ღონისძიებაზე მომხსენებლები გახლდათ: რამაზ ქვათაძე - საქართველოს სამეცნიერო-საგანმანათლებლო კომპიუტერული ქსელების ასოციაცია გრენა; ჯაბა სამუშია - შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი, რომელმაც ისაუბრა ღია მეცნიერება საქართველოში და თამარ გვენეტაძე - საქართველოს სამეცნიერო-საგანმანათლებლო კომპიუტერული ქსელების ასოციაცია „ გრენა“, ხოლო განსახილველი საკითხები გახლდათ: ეროვნული ღია მეცნიერების ინიციატივა, ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი, NI4OS-Europe პროექტი და ზოგადად ღია მეცნიერება საქართველოში.
ევროკომისიის „NI4OS-Europe“ პროექტის ფარგლებში დაგეგმილ ღია მეცნიერებასთან დაკავშირებული საკითხების გაზიარების ღონისძიებას ესწრებოდა ბიბლიოთეკის ხელმძღვანელი თამარ ქავთარაძე.
სხვა სიახლეები
ნოემბერი 12, 2026
02:05 PM
მხედართმთავარი და ჯარისკაცი!
„მეცნიერება ორგანიზებული ცოდნაა; სიბრძნე კი - ორგანიზებული ცხოვრება.“ ასეთია კანტიანური შეგონება, რომელიც სამყაროს ორ მთავარ ხაზზე გადის - მეცნიერებასა და სიბრძნეზე. ერთი მეორის გარეშე ვერც იარსებებს და არც არასდროს უარსებია.
ნოემბერი 11, 2026
02:34 PM
მარიამ ქარჩავა-შარტავას მასობრივი კომუნიკაციის დოქტორის აკადემიური ხარისხი მიენიჭა
11 ნოემბერს კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის მულტიმედია ცენტრის პანორამაში გაიმართა მასობრივი კომუნიკაციის სადოქტორო პროგრამის დოქტორანტ მარიამ ქარჩავა-შარტავას სადისერტაციო ნაშრომის დაცვა თემაზე: „განათლების საკითხები სამხრეთ კავკასიის ქვეყნების რეიტინგული სატელევიზიო არხების გადაცემებში“.
ნოემბერი 11, 2026
02:33 PM
დასაქმების ფორუმი 2026
9 ნოემბერს, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის უწყვეტი განათლებისა და კარიერული განვითარების სამსახურის ორგანიზებით, უნივერსიტეტში მასშტაბური დასაქმების ფორუმი გაიმართა. ღონისძიებაში მონაწილეობდა 70-მდე დამსაქმებელი ორგანიზაცია, რომელთა შორის წარმოდგენილნი იყვნენ როგორც მსხვილი და საშუალო ბიზნესის, ისე სახელმწიფო სექტორის წარმომადგენლები.