2025-2026 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრისთვის კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი აცხადებს მიღებას Erasmus+ მოკლევადიან გაცვლით პროგრამაზე პარტნიორ აგრო მონპელიეს ინსტიტუტში (მონპელიე, საფრანგეთი).
პროგრამაში მონაწილეობა შეუძლიათ: მეღვინეობა-მევენახეობის ფაკულტეტის აქტიური სტატუსის მქონე საბაკალავრო საფეხურის მე-4 კურსის სტუდენტებს და სამაგისტრო საფეხურის პირველი კურსის სტუდენტებს.
მიმღები დეპარტამენტი: ვაზისა და ღვინის მეცნიერებების დეპარტამენტი - “Pole Vigne et Vin”.
სწავლის ხანგრძლივობა: 27 აპრილი- 30 ივნისი, 2026
საბუთების წარდგენის ბოლო ვადა: 8 თებერვალი, 2026 წ.
სააპლიკაციო დოკუმენტების (pdf ფორმატით) მიღება ხდება საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის ელ.ფოსტაზე: ird@ciu.edu.ge
პროგრამა მოიცავს ორ კომპონენტს:
- აკადემიურ კომპონენტს,რომელიც ინტეგრირებულია Vinifera-ის სამაგისტრო პროგრამის სასწავლო გეგმაში.
- პრაქტიკულ კომპონენტს,რომელიც ეფუძნება პრაქტიკულ საქმიანობას Institut Agro Montpellier- ის კამპუსზე მდებარე ამპელოგრაფიულ საკოლექციო ვენახში.
სააპლიკაციო დოკუმენტები:
- პირადობის დამადასტურებელი საბუთის ასლი
- ცნობა სტუდენტის სტატუსის შესახებ (ინგლისურ ენაზე)
- ნიშნების ფურცელი (ინგლისურ ენაზე)
- სამოტივაციო წერილი (ინგლისურ ენაზე)
- CV (ინგლისურ ენაზე)
შერჩევის პროცედურა:
- სააპლიკაციო დოკუმენტების გადარჩევა
- გასაუბრება შიდასაუნივერსიტეტო კომისიასთან
- ორივე საფეხურის გადალახვის შემდეგ, ინფორმაცია იგზავნება მიმღებ უნივერსიტეტში და საბოლოო გადაწყვეტილებას იღებს აგრო მონპელიეს ინსტიტუტი.
შეფასების ძირითადი კრიტერიუმები:
- მოტივაცია
- აკადემიური მოსწრება
- ენობრივი კომპეტენცია
ფინანსური პირობები:
- Erasmus+ პროგრამის ფარგლებში გათვალისწინებული გრანტი 900 ევრო ყოველთვიურად.
- მგზავრობის ხარჯების დაფინანსება- 580 ევრო
- მონპელიეში საზოგადოებრივი ტრანსპორტი სტუდენტებისთვის უფასოა.