• dateნოემბერი 26, 2025
    time11:30 AM

    Erasmus+ გაცვლითი პროგრამა ველიკო ტარნოვოს უნივერსიტეტში (ველიკო ტარნოვო, ბულგარეთი)

    banner

    2025-2026 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრისთვის კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი  აცხადებს მიღებას Erasmus+  სემესტრულ გაცვლით პროგრამაზე პარტნიორ ველიკო ტარნოვოს უნივერსიტეტში.

    პროგრამაში მონაწილეობა შეუძლიათ: მენეჯმენტის, ბიზნესის ადმინისტრირების, ინფორმაციული ტექნოლოგიების და ინგლისური ენისა და ლიტერატურის საბაკალავრო პროგრამების სტუდენტებს. 

    აკადემიური მობილობის ფარგლებში მოხდება შესაბამისი განვლილი კურსებისა და კრედიტქულების აღიარება.

    სწავლის ხანგრძლივობა: 1 სემესტრი

    საკონკურსო ადგილი: 2

    საბუთების წარდგენის ბოლო ვადა: 3 დეკემბერი, 2025 წ.

    სააპლიკაციო დოკუმენტების (pdf ფორმატით) მიღება ხდება საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის ელ.ფოსტაზე: ird@ciu.edu.ge 

    სააპლიკაციო დოკუმენტები:

    • პირადობის დამადასტურებელი საბუთის ასლი
    • ცნობა სტუდენტის სტატუსის შესახებ (ინგლისურ ენაზე)
    • ნიშნების ფურცელი (ინგლისურ ენაზე)
    • სამოტივაციო წერილი (ინგლისურ ენაზე)
    • CV (ინგლისურ ენაზე)

    შერჩევის პროცედურა:

    • სააპლიკაციო დოკუმენტების გადარჩევა
    • გასაუბრება შიდასაუნივერსიტეტო კომისიასთან

    შეფასების ძირითადი კრიტერიუმები: 

    • მოტივაცია
    • აკადემიური მოსწრება
    • ენობრივი კომპეტენცია

    ფინანსური პირობები: 

    • ამ პროექტის ფარგლებში სტუდენტები ველიკო ტარნოვოს უნივერსიტეტში განთავისუფლებულები არიან სწავლის საფასურის გადახდისაგან, იხდიან CIU-ში ჩვეულ რეჟიმში. 
    • Erasmus+ პროგრამის ფარგლებში გათალისწინებული გრანტი 4 თვის განმავლობაში 3475 ევრო. 

    სხვა სიახლეები