2025-2026 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრისთვის კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი აცხადებს მიღებას Erasmus+ სემესტრულ გაცვლით პროგრამაზე პარტნიორ აგრონომიულ მეცნიერებათა და ვეტერინარული მედიცინის უნივერსიტეტში.
პროგრამაში მონაწილეობა შეუძლიათ: მეღვინეობა-მევენახეობის ფაკულტეტის აქტიური სტატუსის მქონე დოქტორანტებს.
სწავლის ხანგრძლივობა: 2026 წლის ივნისი-ივლისი.
საკონკურსო ადგილი: 2.
საბუთების წარდგენის ბოლო ვადა: 27 იანვარი, 2026 წ.
სააპლიკაციო დოკუმენტების (pdf ფორმატით) მიღება ხდება საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის ელ.ფოსტაზე: ird@ciu.edu.ge
სააპლიკაციო დოკუმენტები:
- პირადობის დამადასტურებელი საბუთის ასლი;
- ცნობა სტუდენტის სტატუსის შესახებ (ინგლისურ ენაზე);
- ნიშნების ფურცელი (ინგლისურ ენაზე);
- სამოტივაციო წერილი (ინგლისურ ენაზე);
- CV (ინგლისურ ენაზე);
- კვლევის თემატიკა.
შერჩევის პროცედრა:
- სააპლიკაციო დოკუმენტების გადარჩევა;
- გასაუბრება შიდასაუნივერსიტეტო კომისიასთან.
შეფასების ძირითადი კრიტერიუმები:
- მოტივაცია;
- აკადემიური მოსწრება;
- ენობრივი კომპეტენცია;
- სამეცნიერო პროდუქტიულობა.
ფინანსური პირობები: Erasmus+ პროგრამის ფარგლებში გათვალისწინებული გრანტი 1909 ევრო.