CIU-ს სტუდენტები გაცვლითი პროგრამით სამხრეთ კორეაში

კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის ინგლისური ენისა და ლიტერატურის საბაკალავრო პროგრამის მეორე კურსის სტუდენტები - მაგდა ეკალაძე და ანასტასია კონცელიძე გაცვლითი პროგრამის ფარგლებში სწავლას სამხრეთ კორეაში, ჩონამის ეროვნულ უნივერსიტეტში აგრძელებენ.
გაცვლითი პროგრამა სტუდენტებს უნიკალურ შესაძლებლობას აძლევს მიიღონ საერთაშორისო აკადემიური გამოცდილება, გაიღრმავონ ცოდნა ინგლისური ენისა და ლიტერატურის მიმართულებით და განივითარონ პროფესიული უნარები მრავალფეროვან საგანმანათლებლო გარემოში.
პროგრამის ფარგლებში სტუდენტები ეუფლებიან თანამედროვე სასწავლო კურსებს, რომლებიც ორიენტირებულია ცოდნის გაღრმავებაზე. ამასთან, ისინი აქტიურად არიან ჩართული უნივერსიტეტის აკადემიურ და კულტურულ ცხოვრებაში, რაც მათ გამოცდილებას კიდევ უფრო მრავალმხრივსა და საინტერესო ხდის.
კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი სტუდენტებს წარმატებულ და ნაყოფიერ სასწავლო სემესტრს უსურვებს.
სხვა სიახლეები
აპრილი 21, 2026
10:00 AM
საგრანტო კონკურსი „აკადემიური პერსონალისა და სტუდენტების ინიციატივების წახალისება მეცნიერების პოპულარიზაციისთვის“
კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი (CIU) აცხადებს საგრანტო კონკურსს - „აკადემიური პერსონალისა და სტუდენტების ინიციატივების წახალისება მეცნიერების პოპულარიზაციისთვის“.
აპრილი 17, 2026
02:00 PM
საჯარო ლექცია ბიოფიზიკასა და მის უახლეს კვლევით ტენდენციებზე
17 აპრილს, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტის ორგანიზებით, სტუდენტებისა და აკადემიური წრეებისთვის გაიმართა საჯარო ლექცია, რომელიც მიეძღვნა თანამედროვე მეცნიერების ერთ-ერთ ყველაზე რთულ და სწრაფად პროგრესირებად მიმართულებას - ბიოფიზიკასა და მის უახლეს კვლევით ტენდენციებს.
აპრილი 16, 2026
01:00 PM
კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის 2025 წლის ფუნდამენტური კვლევების საგრანტო კონკურსის შედეგები
დასრულდა კავკასიის საერთაშორისო უნივერსიეტეტის 2025 წლის ფუნდამენტური კვლევების საგრანტო კონკურსი.