• dateთებერვალი 13, 2026
    time01:00 PM

    CIU-ს სტუდენტები Erasmus+ პროგრამით ლიეტუვაში

    banner

    კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის ბიზნესისა და ტექნოლოგიების ფაკულტეტის ინფორმაციული ტექნოლოგიების საბაკალავრო პროგრამის სტუდენტები, სოფიო დგებუაძე და მარინა გობაძე, Erasmus+ აკადემიური მობილობის პროგრამის ფარგლებში სწავლას ლიეტუვაში, შიაულიაის გამოყენებითი მეცნიერებების სახელმწიფო უნივერსიტეტში (Šiauliai State University of Applied Sciences) აგრძელებენ.

    Erasmus+ პროგრამაში მონაწილეობა სტუდენტებს შესაძლებლობას აძლევს ჩაერთონ მულტიკულტურულ სასწავლო გარემოში, რაც მნიშვნელოვნად უწყობს ხელს მათ პიროვნულ, პროფესიულ და კარიერულ განვითარებას.

    კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი ნაყოფიერ და წარმატებულ სასწავლო სემესტრს უსურვებს სტუდენტებს!

    სხვა სიახლეები