CIU-ს სტუდენტი Erasmus+ პროგრამით პოლონეთში სწავლას აგრძელებს
კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის მედიცინის ინგლისურენოვანი საგანმანათლებლო პროგრამის სტუდენტი გიორგი კოტია Erasmus+ გაცვლითი პროგრამის ფარგლებში სწავლას აგრძელებს პოლონეთში - ჯოზეფ გოლუხოვსკის გამოყენებითი მეცნიერებების უნივერსიტეტში, სადაც ის აქტიურად არის ჩართული როგორც აკადემიურ, ისე პრაქტიკულ სასწავლო პროცესებში.
გიორგი კოტია გაცვლითი პროგრამის ფარგლებში იმყოფებოდა ქალაქ ოსტროვეც სვენტოკშისკში, სადაც მან გამოცდილება მიიღო მრავალპროფილურ სამედიცინო დაწესებულებაში - Wielospecjalistyczny Szpital w Ostrowcu Świętokrzyskim.
ამასთანავე, სტუდენტმა მონაწილეობა მიიღო საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციაში: International Expert Conference - “Modern Standards of Long-Term Care”, სადაც მან წარადგინა მოხსენება თემაზე: “Multimorbidity in Long-Term Care: Clinical Challenges and Practical Approaches in Georgia.”
აღსანიშნავია, რომ გიორგი კოტია გახდა პირველი Erasmus+ პროგრამის მონაწილე, რომელმაც აღნიშნულ საერთაშორისო კონფერენციაში წარმატებით წარადგინა საკუთარი ნაშრომი - რაც მისი აკადემიური და პროფესიული განვითარების გზაზე მნიშვნელოვან მიღწევას წარმოადგენს.
Erasmus+ გაცვლითი პროგრამის ფარგლებში გიორგი აქტიურად მონაწილეობს პროფესიულ, სამეცნიერო და კულტურულ აქტივობებში, რაც კიდევ უფრო ამდიდრებს მის საერთაშორისო გამოცდილებას.
კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი ულოცავს გიორგი კოტიას მიღწევებს და უსურვებს წარმატებებს პროფესიულ განვითარებაში.
სხვა სიახლეები
ივნისი 04, 2026
01:00 PM
მაკა ბულეიშვილის საჯარო დაცვა
2026 წლის 22 ივნისს, 15:00 საათზე, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში, ნიკო ნიკოლაძის სახელობის 305 აუდიტორიაში შედგება პოლიტიკის მეცნიერების სადოქტორო პროგრამის დოქტორანტ მაკა ბულეიშვილის საჯარო დაცვა თემაზე: ეპიდემიების გავლენა გლობალურ პოლიტიკურ პროცესებსა და ეროვნულ უსაფრთხოებაზე.
ივნისი 03, 2026
02:00 PM
ჯემალ სოლოღაშვილის ლექსების კრებულის პრეზენტაცია
1 ივნისს, ბიზნესისა და ტექნოლოგიების ფაკულტეტის დეკანის მოადგილის, პროფესორ ჯემალ სოლოღაშვილის 80 წლის იუბილესადმი მიძღვნილი საზეიმო ღონისძიება მოეწყო. საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით, უნივერსიტეტმა ავტორის ახალი ლექსების კრებულის - „ბობოქრობს ფიქრი“ - პრეზენტაციას უმასპინძლა. კრებული კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის კანცლერის, ვახტანგ წივწივაძის მხარდაჭერით გამოიცა.
ივნისი 01, 2026
04:00 PM
პოეზიის საღამო CIU-ში
28 მაისს, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის ორგანიზებით, პოეზიის საღამო გაიმართა. შემოქმედებითი ღონისძიება მიზნად ისახავდა ქართული მწერლობის პოპულარიზაციასა და სტუდენტებში ლიტერატურული ინტერესების გაღვივებას.



