CIU-ში „გამომცემლობა პალიტრა L“-ის წიგნების გამოფენა-გაყიდვა გაიმართა
26 ნოემბერს, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის ფოიეში, ბიბლიოთეკის ორგანიზებით, „გამომცემლობა პალიტრა L”-ის წიგნების გამოფენა-გაყიდვა გაიმართა.
გამომცემლობის წიგნები (ბიზნესლიტერატურა, მხატვრული, ინგლისურენოვანი კლასიკა, წლის ბესტსელერები, Liberteens, Liberkids და სხვ.) 30-60%-იანი ფასდაკლებით გაიყიდა.
ღონისძიებაზე წარმოდგენილი იყო: ბესტსელერები და ახალი გამოცემები; მხატვრული ლიტერატურა / პიროვნული განვითარების წიგნები; პროფესიული ლიტერატურა სხვადასხვა მიმართულებით.
ცნობისთვის, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკა პერმანენტულად აორგანიზებს წიგნების გამოფენა-გაყიდვებს, რადგან სტუდენტებსა და პროფესორებს ჰქონდეთ შესაძლებლობა, შეიძინონ სასურველი წიგნები ხელმისაწვდომ ფასად
სხვა სიახლეები
ნოემბერი 12, 2026
02:05 PM
მხედართმთავარი და ჯარისკაცი!
„მეცნიერება ორგანიზებული ცოდნაა; სიბრძნე კი - ორგანიზებული ცხოვრება.“ ასეთია კანტიანური შეგონება, რომელიც სამყაროს ორ მთავარ ხაზზე გადის - მეცნიერებასა და სიბრძნეზე. ერთი მეორის გარეშე ვერც იარსებებს და არც არასდროს უარსებია.
ნოემბერი 11, 2026
02:34 PM
მარიამ ქარჩავა-შარტავას მასობრივი კომუნიკაციის დოქტორის აკადემიური ხარისხი მიენიჭა
11 ნოემბერს კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის მულტიმედია ცენტრის პანორამაში გაიმართა მასობრივი კომუნიკაციის სადოქტორო პროგრამის დოქტორანტ მარიამ ქარჩავა-შარტავას სადისერტაციო ნაშრომის დაცვა თემაზე: „განათლების საკითხები სამხრეთ კავკასიის ქვეყნების რეიტინგული სატელევიზიო არხების გადაცემებში“.
ნოემბერი 11, 2026
02:33 PM
დასაქმების ფორუმი 2026
9 ნოემბერს, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის უწყვეტი განათლებისა და კარიერული განვითარების სამსახურის ორგანიზებით, უნივერსიტეტში მასშტაბური დასაქმების ფორუმი გაიმართა. ღონისძიებაში მონაწილეობდა 70-მდე დამსაქმებელი ორგანიზაცია, რომელთა შორის წარმოდგენილნი იყვნენ როგორც მსხვილი და საშუალო ბიზნესის, ისე სახელმწიფო სექტორის წარმომადგენლები.





