• dateმაისი 22, 2026
    time10:00 AM

    CIU-ს სტუდენტი ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში (U20) საქართველოს ჩემპიონია

    banner

    30 აპრილიდან 1 მაისის ჩათვლით ბერძნულ-რომაული სტილით ჭიდაობაში საქართველოს 20 წლამდელთა (U20) ჩემპიონატი გაიმართა. აღსანიშნავია, რომ ტურნირზე 87 კგ. წონით კატეგორიაში გამარჯვება კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტის სტუდენტმა ალექსანდრე ვანაძემ მოიპოვა. მან ჩემპიონატზე სულ ოთხი შეხვედრა ჩაატარა და ოთხივეში დამაჯერებლად იმარჯვა.  

    საქართველოს ჩემპიონატზე მოპოვებული ტრიუმფის შემდეგ, ალექსანდრე ვანაძე ქვეყანას საერთაშორისო ასპარეზზე წარადგენს. ის, უკვე ჩემპიონის სტატუსით, გაემგზავრება ხორვატიაში (ქალაქ ზაგრებში), სადაც მონაწილეობას მიიღებს პრესტიჟულ საერთაშორისო ტურნირში.

    კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი ულოცავს ალექსანდრეს საქართველოს ჩემპიონის ტიტულს და წარმატებებს ვუსურვებთ საერთაშორისო არენაზე!

    სხვა სიახლეები