CIU-ს ფუნდამენტური კვლევების საგრანტო პროექტის ფარგლებში განხორციელდა კვლევა „ტყუილის კვლევა ნეიროფიდბექის მეთოდოლოგიით“

კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის ფუნდამენტური კვლევების საგრანტო პროექტის ფარგლებში განხორციელდა კვლევა „ტყუილის კვლევა ნეიროფიდბექის მეთოდოლოგიით“.
2023 წლის ფუნდამენტური კვლევების საგრანტო კონკურსის გამარჯვებულმა, პოლიტიკის მეცნიერების დოქტორმა, მაგდა კოტრიკაძემ შეისწავლა პოლიტიკური ტყუილის და პროპაგანდის გავლენა ადამიანის თავის ტვინსა და პერიფერიაზე. კვლევა უნიკალურია, რადგან მსგავსი ტიპის აპარატული კვლევა პოლიტიკის მეცნიერებებში ამ დრომდე არ განხორციელებულა.
მნიშვნელოვანია, რომ კვლევის შედეგები აისახა მაგდა კოტრიკაძის საკვალიფიკაციო ნაშრომში, რომელსაც ხელმძღვანელობდა პოლიტიკის მეცნიერების დოქტორი, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის პროფესორი ვახტანგ მაისაია.
კვლევით შესწავლილია თავის ტვინის რეაგირება ტყუილის ზემოქმედების მომენტში და გამოვლენილია აქტიური და პასიური სიტყვები და შინაარსები, გამოკვლეულია როგორ ტრანსფორმირდება ტყუილი სიმართლედ ჩვენს გონებაში და იზრდება მიმღებლობა ინფორმაციაზე, პროპაგანდასა და ტყუილზე. შესწავლილია ტყუილის აღქმა და ადამიანების მიდგომა ტყუილის მიმართ, მათი შეფასება და დამოკიდებულება, რომელ საკითხებში უფრო ტოლერანტულები არიან ადამიანები და რომელში უფრო ნაკლებად.
მსგავსი ტიპის აპარატული კვლევები მსოფლიოში საკმაოდ პოპულარულია და მიიჩნევა, რომ შედეგების ცდომილება მინიმუმამდეა შემცირებული. კვლევის შედეგები საინტერესოა როგორც პოლიტიკის მეცნიერების მკვლევართათვის, ასევე დარგის სპეციალისტებისთვის სხვადასხვა სექტორებიდან.
სხვა სიახლეები
დეკემბერი 16, 2025
01:00 PM
CIU “Horizon Europe”-ის გამარჯვებული პროექტის კონსორციუმის შეხვედრაზე ბრიუსელში
ბრიუსელმა პროექტის - „EIT-BEST: EIT Training, Networking and Best Practices Initiative“ - კონსორციუმის წევრების პირველ ოფიციალურ შეხვედრას უმასპინძლა. 9-10 დეკემბერს გამართულ სამუშაო პროცესში, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის სახელით, სამეცნიერო კვლევების დეპარტამენტის უფროსი, სესილი გოგიბერიძე მონაწილეობდა. შეხვედრის ფარგლებში დეტალურად განიხილეს პროექტის ხუთი სამუშაო პაკეტი და ჩამოყალიბდა უახლოესი თვეების სამოქმედო სტრატეგია.
დეკემბერი 16, 2025
11:00 AM
თინათინ ჭიკაიძის საჯარო დაცვა
2025 წლის 24 დეკემბერს, 15:00 საათზე, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის ნიკო ნიკოლაძის სახელობის საკონფერენციო დარბაზში (305-ე აუდიტორია) შედგება პოლიტიკის მეცნიერების სადოქტორო პროგრამის დოქტორანტ თინათინ ჭიკაიძის საჯარო დაცვა თემაზე: კორუფცია და მისი გავლენა პოლიტიკური სისტემის ფუნქციონირებაზე.
დეკემბერი 12, 2025
01:00 PM
კონფერენცია: „ბიბლოთეკა 4.0: ცოდნის საცავები AI ეპოქაში“
9 დეკემბერს, ქალაქ თბილისში, სასტუმრო რუმსში, ჩატარდა ყოველწლიური კონფერენცია: „ბიბლოთეკა 4.0: ცოდნის საცავები AI ეპოქაში“, რომელიც უმაღლესი და პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებებისა და კვლევითი ცენტრებისთვის იყო განკუთვნილი.