CIU-ის წარმომადგენლებმა სამედიცინო განათლების საერთაშორისო კონფერენცია ECCES 2026-ში მიიღეს მონაწილეობა
„სამედიცინო განათლების ინტერნაციონალიზაცია, ინოვაციები და აკადემიური წარმატება“ - აღნიშნულ თემატიკას მიეძღვნა 12-13 ოქტომბერს თბილისში გამართული სამედიცინო განათლების საერთაშორისო კონფერენცია ECCES 2026.
კონფერენცია თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის, კენ უოლკერის საერთაშორისო უნივერსიტეტისა და ემორის უნივერსიტეტის (აშშ) ორგანიზებითა და პარტნიორობით გაიმართა.
მასშტაბურ საერთაშორისო ღონისძიებაში აქტიური მონაწილეობა მიიღეს კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტის დეკანმა, დეკანის მოადგილემ, აკადემიურმა პერსონალმა და სტუდენტებმა.
ღონისძიებაში მონაწილეობდნენ სამედიცინო განათლების სფეროს წამყვანი საერთაშორისო ორგანიზაციების WFME-ის (World Federation for Medical Education), AMEE-ის (Association for Medical Education in Europe) და AMSE-ის (Association of Medical Schools in Europe) პრეზიდენტები, ასევე ემორის უნივერსიტეტის და სხვა საერთაშორისო აკადემიური ინსტიტუციების წარმომადგენლები, ქართველი ექსპერტები და სამედიცინო განათლების სფეროს პროფესიონალები.
პროგრამის ფარგლებში ჩატარდა პანელური დისკუსიები, თემატური ტრენინგები და მასტერკლასები, სადაც მონაწილეებმა, მათ შორის კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის წარმომადგენლებმა სამედიცინო განათლების თანამედროვე ტენდენციებსა და საერთაშორისო გამოცდილების გაზიარების შესაძლებლობებზე იმსჯელეს.
ECCES 2026-ის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილი სამეცნიერო კვლევების პოსტერ-პრეზენტაციები იყო, სადაც CIU-ის წარმომადგენელმა და სტუდენტებმა საკუთარი ნაშრომი საერთაშორისო აკადემიურ საზოგადოებასა და სამედიცინო განათლების წამყვან ექსპერტებს წარუდგინეს.
სხვა სიახლეები
ნოემბერი 13, 2026
01:33 PM
ქახი ქენქაძის ლექცია „ქართული დიპლომატიის კვირეულის“ ფარგლებში
„ქართული დიპლომატიის კვირეულის“ ფარგლებში, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში მორიგი საჯარო ლექცია გაიმართა, რომელსაც საქართველოს ყოფილი დესპანი დიდ ბრიტანეთში და ჰარვარდის უნივერსიტეტის მკვლევარი, კახი ქენქაძე გაუძღვა.
ნოემბერი 13, 2026
01:10 PM
„ქართული დიპლომატიის კვირეული“ მიხეილ უკლებას ლექციით გაიხსნა
11 ნოემბერს კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის სოციალურ და ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ორგანიზებით „ქართული დიპლომატიის კვირეული“ გაიხსნა.
ნოემბერი 13, 2026
12:31 PM
ჩინეთის სოციალურ მეცნიერებათა აკადემიის დელეგაციის ვიზიტი
9 ნოემბერს კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტს სამუშაო ვიზიტით ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის სოციალურ მეცნიერებათა აკადემიის წევრები ეწვივნენ.





