CIU-ს მასტერკლასები პედაგოგებისთვის

კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის რექტორის მრჩეველმა, ასოცირებულმა პროფესორმა გიორგი ფარეშიშვილმა და CIU-ს სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის ხელმძღვანელმა დავით გვეტაძემ ზუგდიდში, ბათუმსა და ქობულეთში კერძო და საჯაროს სკოლების პედაგოგებისთვის მასტერკლასები გამართეს.
ტრენინგები დაეთმო მნიშვნელოვან და აქტუალურ საკითხებს - ინდივიდუალურ მიდგომასა და მოსწავლეთა პროფორიენტაციას. მონაწილეებმა მიიღეს პრაქტიკული რეკომენდაციები, თუ როგორ დაგეგმონ სასწავლო პროცესი მოსწავლეთა ინტერესებისა და უნარების გათვალისწინებით, ასევე როგორ შეუწყონ ხელი მათ სწორ კარიერულ არჩევანს.
მასტერკლასები ინტერაქტიულ ფორმატში ჩატარდა, სადაც მონაწილეებს საშუალება ჰქონდათ გაეზიარებინათ საკუთარი გამოცდილება და მიეღოთ პროფესიული განვითარებისთვის საჭირო პრაქტიკული ცოდნა.
შეხვედრების ფარგლებში ასევე გაიმართა კარიერული საკონსულტაციო პლატფორმის - „დომენიკოს“ პრეზენტაცია, რომელიც მომხმარებლებს აძლევს შესაძლებლობას მიიღონ ინფორმირებული გადაწყვეტილებები განათლებისა და კარიერის დაგეგმვის პროცესში.
ტრენინგის დასრულების შემდეგ მასწავლებლებს სერტიფიკატები გადაეცათ.
სხვა სიახლეები
აპრილი 29, 2026
08:00 AM
ვიზასთან დაკავშირებულ საკითხებზე Zoom შეხვედრა სტუდენტებთან
იმ პირთა საყურადღებოდ, ვისაც გადახდილი აქვს სწავლის საფასური, მაგრამ, ირანში არსებული მდგომარეობის გამო, ვერ ახერხებს ირანში მდებარე საქართველოს საელჩოში ჩასვლას და სავიზო მხარდაჭერის მიღებას...
აპრილი 28, 2026
02:00 PM
საინფორმაციო შეხვედრა - „ჰორიზონტი ევროპა“ საქართველოს ოფისი
კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში პროგრამა „ჰორიზონტი ევროპას“ საქართველოს ეროვნული ოფისის საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა. ღონისძიება მიზნად ისახავდა აკადემიური პერსონალისთვის ევროპული საგრანტო შესაძლებლობებისა და კვლევითი პროექტების დაფინანსების მექანიზმების გაცნობას.
აპრილი 28, 2026
10:00 AM
საჯარო დაცვა
2026 წლის 5 მაისს, 15:00 საათზე, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში, ნიკო ნიკოლაძის სახელობის 305 აუდიტორიაში შედგება პოლიტიკის მეცნიერების სადოქტორო პროგრამის დოქტორანტ გიგა გოგუას საჯარო დაცვა თემაზე: სამხედრო ტექნოლოგიური რევოლუცია და მისი გავლენა საერთაშორისო უსაფრთხოების სისტემაზე პოსტბიპოლარულ პერიოდში