„მარტივი AI ჩატბოტის აგება“ - ვორქშოპი
კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტმა საგანმანათლებლო კვირეულის - „AI ეკოსისტემა: ცოდნიდან ინოვაციამდე“ - დასკვნით შეხვედრას უმასპინძლა. ღონისძიება დაეთმო პრაქტიკულ ვორქშოპს თემაზე: „მარტივი AI ჩატბოტის აგება“, მომხსენებელი კი გახლდათ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტისა და კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი სოფიო ბარნოვი.
ვორქშოპზე მონაწილეები დეტალურად გაეცნენ, თუ რა არის ჩატბოტი და როგორ შეიძლება მისი პრაქტიკაში შექმნა. მომხსენებელმა აუდიტორიას განუმარტა, რომ ჩატბოტი არის პროგრამა, რომელიც მომხმარებლის კითხვებს პასუხობს - კითხულობს ტექსტს, ამოიცნობს მნიშვნელოვან სიტყვებს და აბრუნებს შესაბამის პასუხს.
ვინაიდან ვორქშოპი სრულიად დამწყებთათვის იყო გათვლილი და წინასწარ ცოდნას არ მოითხოვდა, მონაწილეებმა სესიის განმავლობაში ნაბიჯ-ნაბიჯ, თავად შექმნეს მარტივი ჩატბოტი, რომელსაც სხვადასხვა კითხვაზე პასუხის გაცემა შეუძლია. შეხვედრის ბოლოს ყველამ პრაქტიკულად დაინახა, როგორ მუშაობს ეს ტექნოლოგია და როგორია მისი შემდგომი განვითარების პერსპექტივები.
შეხვედრა ბიზნესისა და ტექნოლოგიების ფაკულტეტის დეკანმა, პროფესორმა ქეთევან ნანობაშვილმა გახსნა. მან სიტყვით გამოსვლისას შეაჯამა კვირეულის ფარგლებში განხორციელებული აქტივობები, ხაზი გაუსვა მსგავსი ინიციატივების მნიშვნელობას და მადლობა გადაუხადა თითოეულ მონაწილესა თუ ორგანიზატორს გაწეული შრომისთვის.
ბიზნესისა და ტექნოლოგიების ფაკულტეტი მომავალშიც აქტიურად გეგმავს ტექნოლოგიური და ინოვაციური პროექტების განხორციელებას, რაც სტუდენტებსა და დაინტერესებულ პირებს თანამედროვე უნარების ათვისებაში დაეხმარება.
სხვა სიახლეები
ივლისი 21, 2026
09:15 AM
საველე სიმულაციური სწავლება CIU-ში
კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის კლინიკური უნარ-ჩვევების ცენტრის ორგანიზებით საველე სიმულაციური სწავლება ჩატარდა, რომელშიც ინგლისურენოვანი პროგრამის 50 სტუდენტი მონაწილეობდა.
ივლისი 20, 2026
02:00 PM
ეკატერინე ფიფიას დისერტაციის საჯარო დაცვა
2026 წლის 29 ივლისს, 16:00 საათზე, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის 602-ე აუდიტორიაში, შედგება სამართლის სადოქტორო საგანმანათლებლო პროგრამის დოქტორანტის ეკატერინე ფიფიას სადისერტაციო ნაშრომის „პარტნიორის მიერ შპს-ის წილის მიღება და წილთან დაკავშირებული უფლებამოსილება “ საჯარო დაცვა.
ივლისი 20, 2026
10:00 AM
გიორგი ჯინჭარაძის საჯარო დაცვა
2026 წლის 29 ივლისს, 15:00 საათზე, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში, ნიკო ნიკოლაძის სახელობის 305 აუდიტორიაში, შედგება პოლიტიკის მეცნიერების სადოქტორო პროგრამის დოქტორანტ გიორგი ჯინჭარაძის საჯარო დაცვა თემაზე: სამხრეთ კავკასიის ქვეყნების პოლიტიკური განვითარების შედარებითი ანალიზი.




