„ხელოვნური ინტელექტი, ეთიკა და მშვიდობა“ - ზაზა ცოტნიაშვილის საჯარო ლექცია ნიქოზში

კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტსა და მეუფე ისაიას მიერ დაარსებულ ხელოვნების სკოლას შორის არსებული მრავალწლიანი ტრადიციული ურთიერთობა კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ღონისძიებით გაგრძელდა. 16 თებერვალს, ნიქოზისა და ცხინვალის მიტროპოლიტის, მეუფე ისაიას მიწვევით, ნიქოზის ხელოვნების სკოლაში CIU-ს მედიის მიმართულების პროგრამების ხელმძღვანელმა, პროფესორმა ზაზა ცოტნიაშვილმა საჯარო ლექცია წაიკითხა.
შეხვედრის მთავარი თემა იყო „ხელოვნური ინტელექტის ეპოქა: რელიგია, ეთიკა, კონფლიქტები“. ლექცია კონფლიქტის ზონაში მცხოვრები ახალგაზრდებისთვის ჩატარდა და მიზნად ისახავდა თანამედროვეობის ერთ-ერთი ყველაზე აქტუალური საკითხის სიღრმისეულ განხილვას.
პროფესორმა ზაზა ცოტნიაშვილმა ყურადღება გაამახვილა ტექნოლოგიურ პროგრესზე, რომელიც არ შემოიფარგლება მხოლოდ ციფრული განახლებით, ის ფუნდამენტურად ცვლის ადამიანის დამოკიდებულებას ეთიკის, უსაფრთხოებისა და კონფლიქტების მართვის მიმართ.
"ჩვენი რეგიონისთვის ასეთი შეხვედრები სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, ადგილობრივი ნიჭიერი ახალგაზდების მომავლის განსაზღვრაში დღევანდელი შეხვედრაც დიდ როლს ითამაშებს." - აღნიშნა მეუფე ისაიმ.
„სიმბოლურია, რომ სწორედ ამ აუდიტორიასთან, კონფლიქტის ზონის ახალგაზრდებთან ვისაუბრეთ იმაზე, თუ როგორ შეიძლება ხელოვნური ინტელექტი გახდეს როგორც მასშტაბური გამოწვევა, ისე დიდი შესაძლებლობა მშვიდობისა და განვითარებისთვის“ - აღნიშნა ზაზა ცოტნიაშვილმა.
ღონისძიება ინტერაქციულ რეჟიმში წარიმართა. ლექციას ესწრებოდნენ და დისკუსიაში აქტიურად მონაწილეობდნენ: ნიქოზის ხელოვნებისა და საჯარო სკოლის პედაგოგები, ადგილობრივი ახალგაზრდები, საკითხით დაინტერესებული რეგიონის მკვიდრნი, CIU-ს დოქტორანტები.
დისკუსიისას ხაზი გაესვა AI-ს როლს თანამედროვე სამყაროში და მის გავლენას რელიგიურ და ზნეობრივ ღირებულებებზე. დამსწრე საზოგადოებამ იმსჯელა იმ საფრთხეებსა და პერსპექტივებზე, რომლებსაც ახალი ტექნოლოგიები სთავაზობს კაცობრიობას კონფლიქტების პრევენციისა და მშვიდობის მშენებლობის პროცესში.
კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი მადლობას უხდის მეუფე ისაიას ამ მნიშვნელოვანი მასპინძლობისთვის და ნიქოზის ხელოვნების სკოლასთან პარტნიორობის გაგრძელებას მომავალშიც გეგმავს.
სხვა სიახლეები
თებერვალი 19, 2026
08:00 AM
კონკურსი სტუდენტებისთვის: „შენი ხმა, შენი იდეა“
19 თებერვალს, პლაგიატის პრევენციის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკა და დოქტორანტურის სამსახური აცხადებენ კრეატიულ კონკურსს მათთვის, ვისაც სჯერა, რომ ორიგინალურობა ყველაზე დიდი ღირებულებაა!
თებერვალი 17, 2026
11:00 AM
გახდი სამართლის ფაკულტეტის დეკანის მრჩეველთა საბჭოს წევრი!
გახდი სამართლის ფაკულტეტის დეკანის მრჩეველთა საბჭოს წევრი! დეკანის მრჩეველთა საბჭოს მიზანია, სასწავლო-საგანმანათლებლო პროცესში სტუდენტთა ჩართულობის გაზრდა და მათი მიზნებისა და ინტერესების განხორციელების ხელშეწყობა;
თებერვალი 16, 2026
02:00 PM
Erasmus+ პრაქტიკის პროგრამა „ჯოზეფ გოლუხოვსკის სახელობის გამოყენებითი მეცნიერების“ უნივერსიტეტში (პოლონეთი)
კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი აცხადებს მიღებას Erasmus+ პრაქტიკის პროგრამაზე პარტნიორ „ჯოზეფ გოლუხოვსკის სახელობის გამოყენებითი მეცნიერების“ უნივერსიტეტში.