• dateმაისი 01, 2026
    time02:00 PM

    CIU-სა იუსტიციის სახლს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

    image for slide
    image for slide
    image for slide
    image for slide
    image for slide
    image for slide
    image for slide
    image for slide
    image for slide

    30 აპრილს, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტსა და სსიპ „იუსტიციის სახლს“ შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. აღნიშნული ინიციატივა მნიშვნელოვან წინგადადგმულ ნაბიჯს წარმოადგენს აკადემიური სექტორისა და სახელმწიფო უწყებების დაახლოების გზაზე, რაც პირველ რიგში, სტუდენტთა პროფესიული პრაქტიკის ხელშეწყობასა და სასწავლო პროცესის განვითარებას ისახავს მიზნად.

    ღონისძიებაზე მხარეებმა ხაზი გაუსვეს თეორიული განათლების პრაქტიკული გამოცდილებით გამყარების აუცილებლობას. დოკუმენტს ხელი კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის რექტორმა, კახაბერ კორძაიამ და იუსტიციის სახლის თავმჯდომარემ, ვახტანგ ჟვანიამ მოაწერეს. ხელმოწერის ცერემონიას ასევე ესწრებოდა სამართლის ფაკულტეტის დეკანი, გიორგი ხატიძე, რაც კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს ამ შეთანხმების განსაკუთრებულ მნიშვნელობას მომავალი იურისტებისა და საჯარო მმართველობის სპეციალისტებისთვის.

    მემორანდუმის გაფორმების ოფიციალურ ცერემონიამდე აუდიტორიას მისასალმებელი სიტყვით მიმართეს იუსტიციის სახლის თავმჯდომარემ, ვახტანგ ჟვანიამ, საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილემ, ლანა მორგოშიამ და საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილემ, ზვიად გაბისონიამ. გამომსვლელებმა ხაზი გაუსვეს დაგეგმილი აქტივობების მნიშვნელობას და დეტალურად ისაუბრეს იმ პოზიტიურ გავლენაზე, რომელსაც აღნიშნული თანამშრომლობა საგანმანათლებლო და პრაქტიკული მიმართულებით იქონიებს.

    ხელმოწერილი შეთანხმების ფარგლებში დაგეგმილი აქტივობები სტუდენტებს უნიკალურ შესაძლებლობას მისცემს, თეორიული ცოდნა რეალურ სამუშაო გარემოში გამოიყენონ და მნიშვნელოვანი გამოცდილება დააგროვონ იუსტიციის სახლის ბაზაზე.

    სხვა სიახლეები