• dateიანვარი 22, 2026
    time10:00 AM

    CIU-ში სტომატოლოგიის სტუდენტებისთვის ლექცია გაიმართა

    image for slide
    image for slide
    image for slide
    image for slide
    image for slide

    21 იანვარს კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტის სტომატოლოგიის მიმართულების სტუდენტებისთვის გაიმართა ლექცია: „სისხლით გადაცემადი ინფექციების პოსტექსპოზიციური პროფილაქტიკა და მართვა“.

    ლექციას უძღვებოდა საქართველოს სტომატოლოგთა ასოციაციის ვიცე-პრეზიდენტი, საქართველოს საზოგადოებრივი ჯანმრთელობისა და კეთილდღეობის ასოციაციის პრეზიდენტი - ზურაბ ალხანიშვილი.

    შეხვედრის ფარგლებში მომხსენებელმა დეტალურად ისაუბრა ჰეპატიტების (B და C) და აივ ინფექციის გავრცელების მექანიზმებზე, ინფიცირების პროფესიულ რისკებზე, სტომატოლოგიური პრაქტიკის უსაფრთხოების სტანდარტებზე, ასევე პოსტექსპოზიციური პროფილაქტიკის ალგორითმებზე, რომლებიც სამედიცინო პერსონალის ჯანმრთელობის დაცვისთვის არის აუცილებელი.

    ლექცია ინტერაქტიულ ფორმატში წარიმართა - სტუდენტები აქტიურად მონაწილეობდნენ დისკუსიაში, განიხილავდნენ პროფესიულ გამოწვევებსა და ეთიკურ საკითხებს, რაც მათ მომავალ პროფესიულ საქმიანობაში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.

    ღონისძიების დაგეგმვაში აქტიურად მონაწილეობდნენ CIU-ს მედიცინის ფაკულტეტის   სტომატოლოგიის მიმართულების ასოცირებული პროფესორი ვერა ხუნძაკიშვილი და პროფესორი ლელა გრიგოლია.
     

    სხვა სიახლეები