სტუდენტი, რომელიც მობილობის შედეგებით მოიპოვებს კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში ჩარიცხვის უფლებას, ვალდებულია გაიაროს რეგისტრაცია უნივერსიტეტის მიერ დადგენილ ვადებში და მიმღებ კომისიას წარუდგინოს შემდეგი დოკუმენტები:
საბაკალავრო/ერთსაფეხურიან პროგრამებზე:
პირადობის დამადასტურებელი მოწმობის/პასპორტის ასლი;
2 ცალი ფოტოსურათი 3X4; ნაბეჭდი და ელექტრონული ვერსია (დისკით);
სამხედრო აღრიცხვის მოწმობის ასლი (ვაჟებისათვის);
საშუალო განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის (ატესტატი) ასლი;
ამონაწერი მშობლიურ უნივერსიტეტში ჩარიცხვის ბრძანებიდან;
სტუდენტის სტატუსის ცნობა დამოწმებული ბეჭდით;
ამონაწერი მშობლიური უნივერსიტეტის სასწავლო ბარათიდან დამოწმებული ბეჭდით.
სამაგისტრო პროგრამებზე:
პირადობის დამადასტურებელი მოწმობის/პასპორტის ასლი;
2 ცალი ფოტოსურათი 3X4; ნაბეჭდი და ელექტრონული ვერსია (დისკით);
სამხედრო აღრიცხვის მოწმობის ასლი (ვაჟებისათვის);
ბაკალავრის დიპლომის ნოტარიულად დამოწმებული ასლი და დიპლომის დანართის ასლი/ცნობა კურსდამთავრებულის შესახებ;
B2 დონის დამადასტურებელი საერთაშორისო სერთიფიკატი ინგლისურ ენაში. სერთიფიკატის არქონის შემთხვევაში, მაგისტრატურაზე ჩარიცხვის მსურველმა უნდა დაწეროს კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის ენების ცენტრის მიერ შედგენილი ინგლისური ენის დონის დასადგენი ტესტი;
ამონაწერი მშობლიურ უნივერსიტეტში ჩარიცხვის ბრძანებიდან;
სტუდენტის სტატუსის ცნობა, დამოწმებული ბეჭდით;
ამონაწერი მშობლიური უნივერსიტეტის სასწავლო ბარათიდან, დამოწმებული ბეჭდით.
სადოქტორო პროგრამებზე:
პირადობის დამადასტურებელი მოწმობის (პასპორტის) ასლი;
2 ცალი ფოტოსურათი 3X4; ნაბეჭდი და ელექტრონული ვერსია (დისკით);
მიწერის მოწმობის ან სამხედრო ბილეთის ასლი (სამხედრო ვალდებულისათვის);
კონკურსანტის ავტობიოგრაფია (მონაცემები განათლებისა და შრომითი საქმიანობის შესახებ), „CV“;
მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დიპლომისა და დანართის ასლი;
სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ გაცემული დიპლომის ნამდვილობის დოკუმენტი;
სამოტივაციო წერილი, რომელიც მოიცავს კანდიდატისთვის საინტერესო საკვლევი თემის აქტუალობისა და მნიშვნელობის დასაბუთებას;
დარგის სპეციალისტთა ორი რეკომენდაცია;
ინგლისური ენის B2 დონის ცოდნის დამადასტურებელი სერთიფიკატი. ასეთის არარსებობის შემთხვევაში, კონკურსანტი უნივერსიტეტის უცხო ენების ცენტრში აბარებს B2 დონის განმსაზღვრელ ტესტს. ინგლისური ენის B2 დონეზე ცოდნის სერთიფიკატის წარდგენისგან თავისუფლდება პირი, რომელსაც საბაკალავრო ან სამაგისტრო პროგრამა გავლილი და დასრულებული აქვს ინგლისურ ენაზე;
ამონაწერი მშობლიურ უნივერსიტეტში ჩარიცხვის ბრძანებიდან;
სტუდენტის სტატუსის ცნობა დამოწმებული ბეჭდით;
ამონაწერი მშობლიური უნივერსიტეტის სასწავლო ბარათიდან დამოწმებული ბეჭდით;
პრაქტიკული გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტი;
მობილობის პროცესის დასრულების შემდეგ სტუდენტი ვალდებულია წარმოადგინოს ატესტატის დედანი.