„სტიპენდიით დაწყებული სტარტაპი“ - შეხვედრა ბიზნესინკუბატორში

კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის ბიზნესინკუბატორმა ინსპირაციულ შეხვედრას უმასპინძლა თემაზე: „სტიპენდიით დაწყებული სტარტაპი“. ღონისძიება, რომელსაც სტარტაპერი და მარკეტერი მარიამ ჭანკოტაძე უძღვებოდა, მიზნად ისახავდა სტუდენტებში სამეწარმეო სულისკვეთების გაღვივებასა და იმის ჩვენებას, რომ დიდი იდეების რეალიზება მცირე ფინანსური რესურსითაც არის შესაძლებელი.
მარიამ ჭანკოტაძემ დამსწრე საზოგადოებას საკუთარი უნიკალური გამოცდილება გაუზიარა და დეტალურად ისაუბრა იმ გზაზე, რომელიც სტიპენდიის თანხით დაწყებული სტარტაპიდან დღევანდელობამდე გაიარა. მან აღნიშნა, რომ შესაძლებლობები ყოველთვის ბევრად დიდია, ვიდრე ერთი შეხედვით ჩანს, ამიტომ პირველ ნაბიჯებს ყოყმანი არ უხდება და საკუთარი თავის რწმენა ხშირად ყველაზე ძლიერი „ინვესტიციაა“ ნებისმიერი დამწყები მეწარმისთვის.
სპიკერმა ყურადღება გაამახვილა პრინციპზე „მიუახლოვდი“, რაც იმას ნიშნავს, რომ საქმის რეალურად დაწყების შემდეგ ყველაფერი ბევრად უფრო მარტივი ხდება. მან სტუდენტებს მოუწოდა, შეცდომები აღიქვან როგორც გზის აუცილებელი ნაწილი და არა როგორც დაბრკოლება, და იდეების ქმედებად გადაქცევა ხვალისთვის არ გადადონ.
ღონისძიებას მოდერაცია გაუწია ბიზნესინკუბატორი ხელმძღვანელმა ია ნადირაშვილმა. შეხვედრა, რომელიც პრაქტიკულ რჩევებსა და რეალურ ისტორიებს აერთიანებდა, ინტერაქტიულ რეჟიმში წარიმართა. პრეზენტაციის დასრულების შემდეგ სტუდენტებს საშუალება ჰქონდათ, სპიკერისთვის მათთვის საინტერესო კითხვები დაესვათ.
სხვა საერთაშორისო სიახლეები
მაისი 27, 2026
09:00 AM
2026-2027 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრის აკადემიური კალენდარი
2026-2027 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრის აკადემიური კალენდარი ქართულენოვან საბაკალავრო და ერთსაფეხურიან საგანმანათლებლო პროგრამებზე
მაისი 27, 2026
08:00 AM
ტრენინგი - „მენტალური ჯანმრთელობა და ემოციური ინტელექტი“
კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში, CIU-ს უწყვეტი განათლებისა და კარიერული განვითარების სამსახურის / სოციალურ და ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ორგანიზებით, მენტალური ჯანმრთელობისა და ემოციური ინტელექტის გაძლიერების მიზნით ჩატარდა ტრენინგი თემაზე – „მენტალური ჯანმრთელობა და ემოციური ინტელექტი“.
მაისი 25, 2026
12:00 PM
CIU-ს პროფესორ ალიკა გუჩუას საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის ექსპერტის სტატუსი მიენიჭა
კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის ასოცირებულ პროფესორს, სოციალურ და ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის მოადგილესა და საერთაშორისო ურთიერთობების საბაკალავრო პროგრამის ხელმძღვანელს, ალიკა გუჩუას, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის პრეზიდიუმის დადგენილებით მიენიჭა საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის ექსპერტის სტატუსი საქართველოს უმაღლესი საგანმანათლებლო და სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულებების სამეცნიერო საქმიანობის წლიური ანგარიშების შესაფასებლად პოლიტიკის დარგში.