• ფაკულტეტის სადისერტაციო საბჭო

    ფაკულტეტის სადისერტაციო საბჭო არის სადოქტორო პროგრამის განმახორციელებელი კოლეგიური ორგანო, რომელიც შედგება, დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე, ფაკლტეტის ყველა პროფესორისა და ასოცირებული პროფე­სორისაგან.

    ფაკულტეტის სადისერტაციო საბჭო:

    იღებს გადაწყვეტილებას შესაბამისი სადოქტორო საგანმანათლებლო პროგრამებისა და სადოქტორო პროგრამის ხელმძღვანელ(ებ)ის დამტკიცების შესახებ;
    განიხილავს და ღია კენჭისყრით ამტკიცებს სადისერტაციო თემების ნუსხას;
    იღებს გადაწყვეტილებას დოქტორანტის სადისერტაციო თემის იმავე სადოქტორო პროგრამის
    ფარგლებში შეცვლის შესახებ;
    იღებს გადაწყვეტილებას დოქტორანტის სამეცნიერო ხელმძღვანელის შეცვლის შესახებ;
    იღებს გადაწყვეტილებას წინასწარი შემფასებლების (რეცენზენტების) დანიშვნის შესახებ;
    იღებს გადაწყვეტილებას სადისერტაციო ნაშრომის დაცვის თარიღისა და კოლეგიის შემად­გენ­ლობის (მათ შორის, კოლეგიის თავმჯდომარის) შესახებ;
    ახორციელებს უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს დადგენილებებითა და დებულებით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებებს.

    პოლიტიკის მეცნიერების დარგობრივი სადისერტაციო საბჭო

    საბჭოს თავმჯდომარე: თამარ კიკნაძე
    საბჭოს მდივანი: პეტრე მამრაძე

    მასობრივი კომუნიკაციების დარგობრივი სადისერტაციო საბჭო

    საბჭოს თავმჯდომარე: ხათუნა კაჭარავა
    საბჭოს მდივანი: ზაზა ცოტნიაშვილი